სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ექიმებმა კორონავირუსის ახალი მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს, რომელიც აცრილ ადამიანებში იჩენს თავს
14-08-2021
-
+


ბრიტანელები, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის შემდეგ კორონავირუსით მაინც დაინფიცირდნენ, Covid-19-ის მოულოდნელი სიმპტომის შესახებ საუბრობენ. საუბარი ცემინებას ეხება. 

ამის შესახებ Metro ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარებზე დაყრდნობით წერს. 

დაავადების მთავარ გამოვლინებად უწინდებურად სუნის დაკარგვა, უწყვეტი ხველა და ცხელება რჩება, მაგრამ ადამიანებთან, რომლებიც აიცრნენ, ახლა უფრო ხშირად გვხვდება ცემინება, როგორც კორონავირუსის სიმპტომი.

ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარების (KCL) აზრით, აუცრელი ადამიანებისთვის ცემინება უფრო ხშირად სურდოს ან ალერგიის ნიშნად ითვლება.

„აცრილ ადამიანებს აქვთ იგივე სიმპტომები, რაც აუცრელებს, მაგრამ მათი დაავადება მიმდინარეობს მარტივად და მოკლევადიანია. საინტერესოა, რომ ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც აიცრნენ, შემდეგ კი Covid-19 დაუფიქსირდათ, ცემინებას კორონავირუსის სიმპტომად ასახელებდნენ, იმ ადამიანებთან შედარებით ვინც არ აცრილა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ვაქცინაციის შემდეგ ​ხშირი ​მიზეზგარეშე ​ცემინება შესაძლოა Covid-ის ნიშანი იყოს“,- ამბობენ სპეციალისტები. 

მკვლევარები აქვე დასძენენ, რომ ცემინება - ვირუსის გავრცელების მთავარი გზაა და ადამიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ინფექციას არ ავრცელებენ, ანუ, PCR ტესტი ჩააბარონ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება