სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ თავისი გამოცდილებითა და ინტელექტუალური დონით უმაღლეს შეფასებას იმსახურებს“ - შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა
30-07-2021
-
+


2021 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ საგაზაფხულო შემაჯამებელი კონკურსი ონლაინ რეჟიმში გაიმართა და საკმაოდ დაძაბული, ემოციური, თუმცა შთამბეჭდავი სანახავი გამოდგა. მასში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 22 მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“. ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის პირველი პერიოდის დასკვნითი კონკურსის გამარჯვებულები არიან: ზურაბ წირქვაძე სენაკიდან, თათია გიორგობიანი ცაგერიდან და დავით დუგლაძე რუსთავიდან.

ამჯერადაც, ფინალის გამარჯვებულებსსაჩუქრები გადაეცათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი ადგილის მფლობელი ტექნიკის 1000 ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა, მეორეს- 800, ხოლო მესამეს - 500 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. გარდა ამისა, სამივე საპრიზო ადგილზე გასულიმოსწავლე და ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ავალიანი, რომელსაც სტიქიის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და ვერ შეძლო კონკურსში ჩართვა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ 500 ლარიანი ფულადი ჯილდოთი წაახალისა:

„ვფიქრობ, ფინალში გასული ყველა ბავშვი უკვე გამარჯვებულია. ძალიან საინტერესო იყო თავად ფინალი და სამი საუკეთესო მონაწილის გამოვლენა. გამარჯვებულების ქულები იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ჩვენ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, გადავწყვიტეთ ყველა მათგანისთვის თანაბარი ოდენობის სპეციალური ჯილდო გამოგვეყო.

ერთ-ერთმა მონაწილემ მესტიიდან, ვერ შეძლო ჩართვა შუქის არ ქონის გამო, ამიტომ წახალისების მიზნით, ისიც დავასაჩუქრეთ. თითოეულ მათგანს 500-500 ლარს გადავცემთ. ამ ოთხმა ახალგაზრდამ დამსახურებული ჯილდო მიიღო. ვფიქრობ, ეს  მათ მოტივაციის ამაღლებაში შეუწყობს ხელს და უფრო მეტად გაუღვივდებათ ინტერესი სწავლის მიმართულებით.

ზოგადად „ეტალონი“  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოში, რადგან ის მიმართულია არა ვიწრო განათლებაზე, არამედ სხვადასხვა დარგს მოიცავს. რაც ყველაზე სასიხარულოა, პროექტი საქართველოს ყველა კუთხეში პოპულარულია. ჩემპიონატის ფინალი ამითაც იყო შთამბეჭდავი, რომ სხვადასხვა რეგიონიდან იღებდნენ ახალგაზრდები მონაწილეობას. მსგავსი ეროვნული პროექტების ხელშეწყობა აუცილებელია, რათა ახალგაზრდებში გაიზარდოს ინტერესი სწავლისადმი, არა მხოლოდ დედაქალაქის და დიდი ქალაქების შემთხვევაში, არამედ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ დაგეგმილი ჰქონდა გამარჯვებულებისთვისგადაეცა მხოლოდ, ბრენდირებული საჩუქრები, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი გამოდგაფინალი,  რომ რექტორის ფონდიდან და უშუალოდ ჩემი გადაწყვეტილებით, დამატებით დავაწესეთ ფულადი ჯილდოები“.

გამარჯვებულებმა, მათი სკოლისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა Etaloni.ge-სთან ფინალის შედეგებზე და პროექტზე ისაუბრეს.

2021 წლის საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატში „ეტალონის“ პირველი ადგილის მფლობელი სენაკის N2 საჯარო სკოლის, მე-10 კლასის  მოსწავლე ზურაბ წირქვაძე გახდა. მან ჯამში 61 ქულა დააგროვა და პირველობა მოიპოვა:

„მქონდა გარკვეული მოლოდინი და გამარჯვებას ველოდი კიდეც. ეს შედეგი უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ სამომავლოდ უფრო განვვითარდე. ასევე, მეტი შანსი მაქვს უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. ვფიქრობ, ეს პროექტი დიდ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს.

ეს იყო ჩემი პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება დაკმაყოფილი ვარ საკუთრი შედეგით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა - და ეს ქულებითაც ჩანს, მეორე ადგილს სულ ერთი ქულა დააკლდა. მიუხედავად ამისა,  საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების.“

დემნა ჭანტურია, სენაკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ღირსეული პროექტია და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდა პირველი ადგილის მფლობელი. ზურას ჰყავს ძმა, რომელცი ასევე ძალიან ნიჭიერია, ერთმანეთზე უკეთესები არიან. სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამკვირვებია მისი შედეგის, რადგან ვიცი რა შესაძლებლები გააჩნია. მიხარია და ვამაყობ, რომ გაამართლა ჩვენი იმედები.

დირექციამ გადავწყვიტეთ,  გამოვიყენოთ კანონით მონიჭებული უფლება და წამახალისებელი საჩუქარი გავუკეთოთ ორივე ძმას“.

ლევან კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი:

„ძალიან გახარებულები ვართ. მიყვარს თავად ეს პროექტი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სკოლის მოსწავლე გაიმარჯვებს, რადგან თითოეული ბავშვის წარმატება ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.

„ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც საშუალებას გაძლევს გამოსცადო საკუთარი თავი და შენი ცოდნით მიაღწიო წარმატებას. ყოველთვის მხარს დავუჭერ ამ პროექტს და როგორც შევძლებთ, მუდამ დავუდგებით მხარში. მერიის მხრიდან კი 1000 ლარიან საჩუქარს ვუკეთებთ გამარჯვებულს. ზურაბის გამარჯვება არის დიდი მოტივაცია ბავშვისთვის, სკოლისთვის და მისი თანაკლასელებისთვის“.

ირმა კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი:

ვფიქრობ, ზურას გამარჯვება დამსახურებული იყო და ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას. ყურადღება მინდა გავამახვილო თავად პროექტზე, რომელმაც ძალიან გაუღვივა მოტივაცია ბავშვებს. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მოსწავლეები „ეტალონიდან“  „ეტალონამდე“ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნულ პროექტთან და სხვადასხვა საჩუქრებით ვაჯილდოვებთ გამარჯვებულებს. წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი და ჩვენს გამარჯვებულს 1000 ლარს გადავცემთ მერის ინიციატივით.

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი უერთდება მოთხოვნას, რომელიც „ეტალონის“„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“დაბრუნებას გულისხმობს. მოსწავლეებს სჭირდებათ ხელშეწყობა და „ეტალონი“ ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. დღეს ქართულ ტელესივრცეში  არ მეგულება მსგავსი პროექტი,რომელიც მოტივაციას ასე უმაღლებს მოსწავლეებს.  ამისათვის კი მთელ შემოქმედებით გუნდს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“.

დარეჯან ზარანდია, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

„ჩვენი კონკურსანტი უნიჭიერესი ყმაწვილია არაერთი მიმართულებით. შესანიშნავად უკრავს ფორტეპიანოზე, გიტარაზე, კარგად თამაშობს ჩოგბურთს. მას ჰყავს ძმა, რომელიც არ ჩამოუვარდება ნიჭიერებით. ძალიან გაგვახარა მთელი სენაკი - სასიამოვნო განცდაა გამარჯვება.

სენაკის #2 საჯარო სკოლა ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელს ატარებს და მართლაც, რომ არაჩვეულებრივი ადამიანების სამჭედლოა. მჯერა, რომ ზურა იქნება ერთ-ერთი ის, ვისითაც იამაყებს საქართველო.

გარდა იმისა, რომ ეს პროექტი მოსწავლეს ინტერესს უღვივებს სწავლის მიმართ, ასევე მის სუსტ და ძლიერ მხარეებსაც აჩვენებს. ფინალის მიმდინარეობისას ზურამ თქვა: საბუნებისმეტყველო საგანებში გაცილებით კარგად ვიყავი მომზადებული და მომავალში, ჰუმანიტარული მიმართულებით მჭირდება გაძლიერებაო. სწორედ აქ დავინახე პროექტის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა, ბავშვმა იგრძნო, რა მხრივ სჭირდება მეტი განვითარება. 

მეორე ადგილი შემაჯამებელ კონკურსში ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაცორის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, თათია გიორგობიანმა. მან 60 ქულა დააგროვა და გამარჯვებულს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა:

„ჩემთვის ეს წარმატება მნიშვნელოვანია და დიდი ხანი ვემზადებოდი ამ ჩემპიონატისთვის. პირველად არ მიმიღია ამ კონკურსში მონაწილეობა, წინა წლების გამოცდილება მქონდა - მეორე ტურში გადავდიოდი ხოლმე.ვფიქრობ,წელს უფრო მეტი შემეძლო, უბრალოდ ძალიან ვნერვიულობდი და ამიტომ ვერ შევძელი უკეთესი შედეგის დადება“.

ზაურ გოლეთიანი, ლაცორის საჯარო სკოლის დირექტორი:

„აუცილებლად უნდა აღვნიშნოისსასიხარულოფაქტი, რომ პანდემიის პირობებში ხელმისაწვდომი იყო ეს პროექტი. ჩვენმა მოსწავლემ შესანიშნავად გაართვა თავი კონკურსს და დროის მცირე მონაკვეთში გასცა შეკითხვებს პასუხი.

თათია მე-11 კლასის მოსწავლეა, ძალიან  მოწესრიგებული, ნიჭიერი და წიგნიერი ბავშვია -  სკოლის პროგრამის გარდა, კლასგარეშე ლიტერატურასაც ბევრს კითხულობს.  ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში, როგორც რაიონის, ასევე ქვეყნის მასშტაბით. მემაყება, რომ ჩვენმა მოსწავლემ  საქართველოს მასშტაბით „ეტალონის“ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა“.

ირაკლი სილაგაძე, ცაგერის რესურსცენტრის უფროსი:

„უპირველეს ყოვლისა, იმას მინდა ხაზი გავუსვა,რომ კონკურსი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული.  პირველად დავესწარი ონლაინ რეჟიმში ჩემპიონატს და მაქსიმალურად იყო დაცული ობიექტურობა. სრული შესაძლებლობა ჰქონდა  მოსწავლეს,გამოევლინა საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები.

 „ეტალონი“  უკვე მრავალი წელია თავისი გამოცდილებითა და ინტელექტუალური დონით უმაღლეს შეფასებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამიტომ აუცილებლია, რომ  ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებობდეს, როგორც აღნიშნული ფორმით, ასევე უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის, ტელეპროექტისსახითაც.ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“. ყველამ ვიცით, როგორი პოპულარობით სარგებლობდა, როცა ტელევიზით გადიოდა, აუცილებელია მისი ძველი ფორმატით საზოგადოებამდე მიტანა“.

გოგი კვირიკაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი 

„ჩვენი მუნიციპალიტეტი „ეტალონში“ ყოველთვის აქტიურადაა ჩართული და ჩვენი ახალგაზრდობა დიდ ინტერესს იჩენს ამ საგანმანათლებლო პროექტის მიმართ.  ეს წარმატება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემთ მათ, რომ სამომავლოდ უფრო აქტიურად ჩაერთონ კონკურსში. მადლობელი ვარ „ეტალონის“,ის იმედსუსახავსახალგაზრდა თაობას წარმატებისკენ სავალ გზაზე“.

კონკურსზე მესამე ადგილი რუსთავის N13 საჯარო სკოლის მოსწავლემ, დავით დუგლაძემ დაიკავა 58 ქულით:

„ეტალონმა“ წლებს გაუძლო, ის მაღალი ხარისხის პროექტია და ამიტომაცსიამოვნებით ჩავერთე.ზოგადად, მონაწილეობაცსასიხარულო იყო ჩემთვის, მაგრამ საპრიზო ადგილმა ორმაგად გამახარა. საკუთარი შედეგით კმაყოფილი ვარ. ეს არ ყოფილა ჩემი პირველი მცდელობა და წარსულიდან გარკვეული გამოცდილება მქონდა, შესაბამისად ვფიქრობდი, რომ ამჯერად წარმატებით გავართმევდი თავს ტესტირებას და ასეც მოხდა“.

ლელა ქურდაძე, რუსთავის N13 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვიტყვი იმას, რომ „ეტალონის“შემოქმედებითი გუნდის მხრიდან ყველანაირად გამართული იყო ჩემპიონატი, მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად ჩატარდა. რუსთავის რესურსცენტრიდან ჩაერთო ჩვენი ქალაქის „ეტალონი მოსწავლე“ და მან შეძლო აღმოჩენილიყო სამ საუკეთესო მონაწილეს შორის. არაერთხელ მითქვამს, რომ „ეტალონი“  ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია მოსწავლეებისათვის. პროექტი, სადაც ობიექტურად წყდება ყველაფერი და ყველა მოსწავლეს საკუთარი ცოდნის და თავის წარმოჩენის თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა“.

დავითი ძალიან ჭკვიანი და შრომისმოყვარე ახალგაზრდაა. მისი უნარებიდან გამომდინარე,გვქონდა მოლოდინი, რომ საპრიზო ადგილს დაიკავებდა და ეს მოლოდინი გაგვიმართლა. ძალიან გახარებულები და ამაყები ვართ. ვულოცავ დავითს, ჩვენს მე-13 სკოლას და მთელ ქალაქ რუსთავს  ამ წარმატებას.

თამთა გაბუნია, რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი:

„პანდემიიდან გამომდინარე, არ ვართ განებივრებულები მსგავსი პროექტებით და „ეტალონის“ აქტივობა ჩვენი მოსწავლეებისთვის ორმაგად სასიხარულო იყო.

ვულოცავ დავითს ამ გამარჯვებას და ვფიქრობ, რომ ამ გამორჩეულ ბავშვებს შორის საპრიზო ადგილის დაკავება კიდევ ერთიდიდი წარმატებაა. ჩვენი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს„ეტალონთან“, რადგან ძალიან მნიშვნელოვან პროექტად მიგვაჩნია.  ეს პროექტი არ არის ორიენტირებულიმხოლოდ კონკრეტული ცოდნის გამომჟღავნებაზე,ის ზოგად ცოდნას, ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს და დიდ მოტივაციას უჩენს მასში ჩართულ მოსწავლეებს, რომ საკუთარი უნარებისა და ცოდნის რეალიზება მოახდინონ“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში 


საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია

თითოეულ ბავშვზე 100 ლარს მიიღებთ - მუნიციპალური ბიუჯეტი

საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 14 საგანმანათლებლო დაწესებულების 15 კურსი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 ნოემბერს გამართავს 

პიროვნება

„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“ 

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძვნებული მეგობრობა, პოზიტიური ურთიერთობა

„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“

„დადებითი ურთიერთობები გავლენას ახდენს ბავშვის ქცევით - ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე“ 
სკოლები

დამსწრეთა წინაშე წარდგნენ ასევე კლუბის - „პიგმალიონის“, შემოქმედი მოსწავლეები თავიანთი ლექსებითა და მოთხრობებით 


მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს 

22 ნოემბერს კი,  2022-2023 სასწავლო წლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა 
მოსწავლეები დაუვიწყარი ემოციებით აივსნენ და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ 
ამ დღესთან დაკავშირებით, XI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი, სახელწოდებით - „ჩვენ ვსწავლობთ ილია ჭავჭავაძეს“ 
საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება