სიახლეები
სიახლეები

მანდატურები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ - „ვაქცინაცია და უსაფრთხოების წესების დაცვა არის საუკეთესო საშუალება პანდემიის შესაჩერებლად“
31-07-2021
-
+


თბილისის საჯარო სკოლების მანდატურებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კაბინეტი მოეწყო, რომელიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებითაა აღჭურვილი. ვაქცინაციის პროცესისა და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობას კლინიკის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს.
მანდატურები Covid-19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.

ვაქცინაციის პროცესს ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი დაესწრო. გელა გელაძის თქმით, მანდატურების ჩართულობა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ.

„ვაქცინაცია და უსაფრთხოების წესების დაცვა არის დღეს საუკეთესო საშუალება პანდემიის შესაჩერებლად, ჩვენი სამსახური მანდატურებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, თბილისსა და რეგიონებში, სისტემატურად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის ორგანიზებას, რათა ყველამ ერთად მაქსიმალურად შევიტანოთ ჩვენი წვლილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ -  აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება