მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, მეოთხეკლასელმა, ანამარია ნეფარიძემ საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“ ბრწყინვალედ შეასრულა. ტესტი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მიეძღვნა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შეცნობის დასტური მიიღო. Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახებისთვის.
„მე ვარ ანამარია ნეფარიძე, ვსწავლობ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-4 კლასში, (უკვე მე-5). ვცდილობ, ვიყო ბეჯითი, ვსწავლობ ყველა საგანს დიდი სიამოვნებით. ასევე მიყვარს ცეკვა. მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი სკოლა, მასწავლებლები, პირველი მასწავლებლით დაწყებული, ყველა საგნის პედაგოგით დამთავრებული. ჩემი პირველი მასწავლებელია მერი წაქაძე, სკოლის დირექტორი - ნანა კენჭოშვილი, განსაკუთრებით მიყვარს და ჩემთვის მისაბაძია ინგლისურის მასწავლებელი - ირინა ჩაფიჩაძე. მიყვარს მეგობრები, ამხანაგები, ოჯახის წევრები... მინდა, ყველა ვასახელო და იამაყონ ჩემით. ძალიან მომწონს izrune.ge-ს პროექტი და მოვუწოდებ ყველა ჩემს ამხანაგს, ჩაერთოს. მე კი დიდი ინტერესითა და თქვენდამი ერთგულებით მომავალშიც გავივლი იზრუნე-ს ტესტებს“.
საზაფხულო ტესტების დახმარებით, მოსწავლეები საქართველოს უნიკალურ კუთხეებს სახალისოდ და საინტერესოდ შეიმეცნებენ.
ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირსშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე