მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია მარნეულის მუნიციპალიტეტის, საიმერლოს საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა.
მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.
საიმერლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე პროექტი წარმოადგინეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, პოსტერები დაამზადეს, თემში გავიდნენ და პოსტერები თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს, ასევე დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები და მოსახლეობას ჯანსაღი კვებისა და მავნე ჩვევებზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ