მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ახალციხის მუნიციპალიტეტის, კლდის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა.
მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.
კლდის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები პროექტში „მე და კონსტიტუცია“ მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ისეთ მწვავე თემატიკას შეეხნენ, როგორიცაა ბულინგი, ძალადობა და მათი გამოხატვის სხვადასხვა ფორმები, მათ გაიარეს რამდენიმე ტური და მოხვდნენ ფინალში.
ფინალური შეხვედრა ონლაინ, ZOOM-ის პლატფორმაზე შედგა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ