სიახლეები
ეტალონი

ქუთაისის „ეტალონი მოსწავლე“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისგან ტრადიციულ სტიპენდიას წელსაც მიიღებს
02-08-2021
-
+


უკვე მეორე წელია, რაც საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ქუთაისის გამარჯვებულ მოსწავლეს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ყოველთვიურ სტიპენდიას უნიშნავს. ქალბატონი მაია 2021 წლის ფინალს დისტანციურად დაესწრო და   „ქუთაისის ეტალონ მოსწავლეს“ წელსაც დაუნიშნა სტიპენდია. გარდა ამისა, მან მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნითგამარჯვებული სკოლისთვის „გარდამავალი თასი დააწესა“. მნიშვნელოვანია ის, რომ მაია ცქიტიშვილი „ეტალონ მოსწავლეს“ სტიპენდიას საკუთარი ხელფასიდან უხდის.

მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

„ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ, რომ „ეტალონი“ არის ეროვნული პროექტი, რომელიც დიდ სტიმულსა  და მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს. მის ფარგლებში ბავშვები სიღრმისეულად ეცნობიან  სხვადასხვა  საკითხებს, იძენენ ზოგად განათლებას და ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას. აღსანიშნია, რომ წლებთან ერთად, „ეტალონი“ ვითარდება და მისი რეიტინგი იზრდება. დღეს ის ერთ-ერთი საუკეთესო, მოთხოვნადი და საჭირო პროექტია ქართულ რეალობაში. ვფიქრობ, რთულია „ეტალონს“ ვინმემ კონკურენცია გაუწიოს.

სამსახურში მოსვლის დღიდან მიზნად დავისახე ახალგაზრდების წარმატებაში ჩემი წვლილის შეტანა. იქედან გამომდინარე, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებში პოპულარობით სარგებლობს, დავაწესეთ სტიპენდია - ქუთაისის „ეტალონ“ მოსწავლეს ერთი წლით ენიშნება ყოველთვიურად 100 ლარი.  შარშან მე-8 კლასელს დაენიშნა, წელს - მე-11 კლასელს. ამ ბავშვებს კიდევ აქვთ შანსი, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღონ და კვლავ გახდნენ სტიპენდიის მფლობელები. სკოლის მოსწავლისთვის ეს თანხა ბევრი თუ არა, ცოტაც არაა და დიდი მოლოდინი აქვთ ხოლმე, მეგობრებთან ერთად, როდის აიღებენ. ვფიქრობ, ამ მიდგომამ მოტივაცია აუმაღლა ბავშვებს და სურვილი გაუჩნდათ, თავადაც ჰქონდეთ საკუთარი ცოდნით მოპოვებული ყოველთვიური შემოსავალი.

რამდენიმე სკოლის თანამოაზრე დირექტორი გვყავს და მათთან ერთად სხვადასხვა პლატფორმა შევქმენით. მოსწავლეებში ცნობადობის ამაღლების და დაინტერესების მიზნით, დავაწესეთ „გარდამავალი თასი“, რომელიც გამარჯვებული მოსწავლის სკოლაში ერთი წლით დაიდებს ბინას. დავამზადეთ ქუდები და მაისურები, სადაც მოსწავლის სახელი, წელი და სკოლა ეწერება. წინა წლის გამარჯვებული სკოლა ახალ გამარჯვებულს გადასცემს თასს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ამ მიდგომით დავამეგობრეთ 2020-2021 წლის ქუთაისის „ეტალონი მოსწავლეები“.

ეს წახალისება იმდენად საინტერესო და სახალისოა, რომ თასის გადაცემის დროს, სკოლის დირექტორები ხუმრობენ ხოლმე, რომ დროებით უთმობენ თასს სხვა სკოლას და მალე ისევ უკან დაიბრუნებენ. ზოგადად, მოტივაციისთვის წახალისება აუცილებელია, არა მარტო მოსწავლისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანისთვისაც.

გამარჯვებულ ბავშვებს ადგილობრივი თვითმართველობაც უწესებს საჩუქრებს და ვფიქრობ, ეს ყველაფერი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება