სიახლეები
ეტალონი

ლანჩხუთელ პირველკლასელებს სახელმძღვანელო „პირველკლასელთა აკადემიით“ დაასაჩუქრებენ
02-08-2021
-
+


2021-2022 სასწავლო წელი სკოლამდელი პატარებისთვის სასიამოვნო სიახლით დაიწყება. უკვე გამოცემულია „პირველკლასელთა აკადემია“ - წიგნი-რვეული გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით, რომელიც ანბანის შესწავლის ინოვაციური მეთოდიკით, უამრავი საინტერესო, სახალისო, შემეცნებითი ინფორმაციითაა დატვირთული. შესაბამისად, წიგნი-რვეულის დახმარებით,  პატარებს სწავლა ბევრად გაუადვილდებათ და რაც მთავარია,  შეუყვარდებათ. სკოლამდე მომზადება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსგავსი შინაარსის სახელმძღვანელო საქართველოში პირველად გამოიცა... „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად უკვე არაერთი მუნიციპალიტეტის მომავალ პირველკლასელებს გადაეცათ, მათ რიგებს კი ლანჩხუთელი პატარებიც შეუერთდნენ. 

წიგნის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი თავად სტუმრობდა ლანჩხუთს, სადაც ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინიციატივით, შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. წიგნის პრეზენტაციამ და შეხვედრამ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. საბავშვო ბაღების მესვეურებმა შეკითხვები დასვეს წიგნის შინაარსის, მეთოდიკის შესახებ და ავტორმა მათ შეკითხვებს ამომწუხავად და ჩვეული ენერგიით უპასუხა.

ლანჩხუთში გოჩა ტყეშელაშვილის ვიზიტისას, მერიაში მოწვეული იყო 2021 წლის ლანჩხუთის „ეტალონი მოსწავლე“ გიორგი გიორგაძე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და გოჩა ტყეშელაშვილმა გიორგი გიორგაძეს, რომელიც ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა, სპეციალური სიგელი გადასცეს, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით გიორგი 500 ლარით დასაჩუქრდა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ჩემს პედაგოგებს, ბატონ გოჩას - ასეთი კარგი პროექტისთვის, ჩვენს მერს, ბატონ ალექსანდრეს. ვფიქრობ, რომ გავამართლებ თქვენ იმედებს შემდგომი წარმატებებით" - აღნიშნა გიორგი გიორგაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და გოჩა ტყეშელაშვილმა გიორგი გიორგაძეს, რომელიც ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა, სპეციალური სიგელი გადასცეს, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით გიორგი 500 ლარით დასაჩუქრდა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ჩემს პედაგოგებს, ბატონ გოჩას - ასეთი კარგი პროექტისთვის, ჩვენს მერს, ბატონ ალექსანდრეს. ვფიქრობ, რომ გავამართლებ თქვენ იმედებს შემდგომი წარმატებებით" - აღნიშნა გიორგი გიორგაძემ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება