მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის პირობებში ტესტების გართულებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ამის არანაირი სურვილი არ გვქონია - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ etaloni.ge-ს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მათემატიკის ტესტის დაწერის შემდგომ აბიტურიენტების უკმაყოფილების შესახებ უკვე რამდენჯერმე მივაწოდეთ მკითხველს ინფორმაცია. აპლიკანტები ორივე ტესტის რთულად გამოცხადებას მოითხოვდნენ და „ნაეკს“ ქულის მომატებას სთხოვდნენ. აღნიშნული მიზნით მათ პეტიციაც შექმნეს, რომელსაც ხელი რამდენიმე ათასმა აბიტურიენტმა მოაწერა.
უკმაყოფილო აბიტურიენტებისთვის განმარტების გაკეთება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ვთხოვეთ და როგორც სოფიო გორგოძემ გვითხრა, რამდენად რთული იყო გამოცდა, ამას სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს.
„პანდემიის პირობებში ტესტების გართულებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ამის არანაირი სურვილი არ გვქონია. ყოველთვის ვცდილობთ, რომ იგივე სირთულის იყოს, როგორც წინა წლებში, თუ, რა თქმა უნდა, რადიკალურად არ შეიცვლება პროგრამა სწავლა - სწავლების პროცესში. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად რთული იყო გამოცდა, ამას გვიჩვენებს სტატისტიკური ანალიზი, როცა უკვე გვეცოდინება ყველა შედეგი ქულების გათანაბრების შემდეგ. ექსპერტების შეფასებით, რომლებიც ამ ტესტებს ადგენენ, აღნიშნული გამოცდა წინა წლის სირთულის იყო“, - განგვიცხადა სოფიო გორგოძემ.
იხილეთ: „მასწავლებლები დოლარებს ითხოვენ... ერთი ქულის დაკლება არაფერში წაგვადგება“ - აბიტურიენტების მანიფესტი
„გამოაცხადეთ ორივე ვარიანტი რთულად და დაგვიმატეთ ქულები“ - როგორ აფასებენ მათემატიკის გამოცდას აბიტურიენტები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება