სიახლეები
სიახლეები

აბიტურიენტებს მხატვრული ტექსტის ანალიზი გაუჭირდათ - ნანა ლოლაძე ქართული ენისა და ლიტერატურის პირველად შედეგებს აფასებს
02-08-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე პირველად შედეგებს აფასებს.

როგორ შეაფასებდით 2021 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის  გამოცდის პირველად შედეგებს, განსხვავებულია თუ არა წინა წლებთან შედარებით? 

ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ გამოცდების შედეგების სტატისტიკური და ექსპერტული ანალიზის შემდეგ გვექნება, თუმცა, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ  მიუხედავად პანდემიისა, ჩვენი აბიტურიენტების უმრავლესობა სათანადოდ მომზადებული მოვიდა გამოცდაზე. 2021 წლის საგამოცდო ტესტები იმავე სირთულისა იყო, როგორიც 2020 წელს, ამდენად, შედეგებიც ისეთივე იქნება. 
 
პირველადი მონაცემებით რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი?

პირველადი მონაცემებით მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 94%-მა. 
 
დაიწერა თუ არა წელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა? 

6 საგამოცდო სესიაზე გვაქვს მაქსიმალური შეფასება, კერძოდ, 17 აბიტურიენტის ნაშრომი შეფასდა 70 ქულით, რაც ძალიან გვახარებს.
 
ყველაზე მეტად რომელი დავალების დაწერა გაუჭირდათ აბიტურიენტებს? რომელი ვარიანტი დასახელდა შედარებით რთულად ან  მარტივად?

წინა წლების მსგავსად,  წელსაც აბიტურიენტებს შედარებით გაუჭირდათ მხატვრული ტექსტის ანალიზი. რაც შეეხება ვარიანტების სირთულეს, ამაზე პასუხი გვექნება მოგვიანებით, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ.  
 
რას ურჩევთ აბიტურიენტებს, რა შემთხვევაში გაასაჩივრონ მიღებული ქულა ან რას უნდა მიაქციონ ყურადღება  სააპელაციო განაცხადის შევსების დროს? 

აბიტურიენტებს ვურჩევთ, რომ ყურადღებით გაეცნონ შეფასების კრიტერიუმებს და გულდასმით წაიკითხონ საკუთარი ნაშრომი. იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიან, რომ მიღებული შეფასება არ შეესაბამება წაყენებულ მოთხოვნებს, შემოიტანონ სააპელაციო განაცხადი. ამასთან, უნდა მიუთითონ არა მთელი ტესტი, არამედ კონკრეტული დავალება ან დავალებები, რომელთა შეფასებასაც არ ეთანხმებიან. აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აპელაციის დროს ნაშრომები თავიდან სწორდება, ამიტომ შესაძლოა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას ქულები როგორც მოემატოს, ისე დააკლდეს კიდეც. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს ანაზღაურება გაეზრდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს

ეროვნული გამოცდების ტესტის ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია NAEC-მა გაავრცელა 

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

„მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არიან მეგობრულები, აქვთ აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთთან და მასწავლებლებთან“

სკოლები

პატარებმა შემოდგომის თემაზე ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს
 ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - „ყველა ბავშვს აქვს უფლება წიგნი იყოს მისთვის სასწაულივით“ 

აქტივობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო აღმოჩნდა

პატარებმა წვიმა მუსიკალურად აამღერეს, იმღერეს, იცეკვეს და იმხიარულეს
საინტერესო

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება