სიახლეები
სიახლეები

სწავლის დახურულ სივრცეში დაწყება ძალიან გართულდება თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება
03-08-2021
-
+


იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება, სასწავლო პროცესი სკოლებისა და უნივერსიტეტების ბაზაზე, დახურულ სივრცეში გაგრძელება ძალიან გართულდება.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სხვადასხვა კვლევებით, ბავშვების უმეტესობა კორონავირუსს მსუბუქად გადაიტანს.

„ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც მოზრდილების. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, ამის უკან დგას ინფიცირებული ბავშვების რაოდენობის მატებაც და უფრო მეტი მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში. რაც ყველაზე მთავარია, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე, მას უფრო მეტი გავრცელება ახასიათებს ახალგაზრდებში და ბავშვებში, რაც გულისხმობს იმ შემთხვევების ზრდას, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, „დელტა“ ვარიანტს არ შეუცვლია ჩვენი წარმოდგენა კორონავირუსზე, რომ კორონავირუსი უფრო ნაკლებად ვრცელდება ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით. ის მონაცემები, რომელიც გვაქვს და ჩვენ ძირითადად, აშშ-ის NCDC-ის მონაცემებს ვეყრდნობით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში, მაქსიმუმ 3%- ია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ანუ 100-დან 3. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. 100-დან 97 ბავშვი კორონავირუსს გადაიტანს მსუბუქად, ბინის პირობებში, მაგრამ თუ დავთვლით პროცენტულ განაწილებას, 48 ათასი ინფიცირებულიდან 40 ბავშვი მაინც უნდა იყოს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მანვე ისაუბრა, 12 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციაზეც და განაცხადა, რომ ეს ცალკეული ქვეყნების ინდივიდუალური გადასაწყვეტია.

„12 -დან 15-წლამდე ბავშვების ვაქცინაცია შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მათ აქვთ ისეთი ქრონიკული პათოლოგიები, რაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მის ჯანმრთელობას რისკს შეუქმნის. ეს არ არის რუტინული და ყველა ბავშვს არ ეხება. ევროპის უმეტესი ქვეყანა უკვე ახორციელებს და ნაწილი გეგმავს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის დაწყებას, თუმცა, ინდივიდუალური გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ვაქცინაცია“, - განაცხადა ჩხაიძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება