სიახლეები
სიახლეები

რა შეცდომები დაუშვეს აბიტურიენტებმა უცხოური ენის ტესტში - ჯგუფის ხელმძღვანელი პირველად შედეგებს აფასებს
03-08-2021
-
+


უცხოური ენის გამოცდის შედეგები უკვე ცნობილია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე პირველად შედეგებს აფასებს:

აბიტურიენტების რამდენმა პროცენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხოურ ენებში? 

სხვადასხვა ენასა და ვარიანტში იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, განსხვავდება. საშუალოდ ეს არის 91 -93%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჩვენს საგანში არის ძალიან დაბალი - მხოლოდ 20%. 

როგორ შეაფასებდით მიღებულ შედეგებს? 

ტესტის სირთულის დონე თითქმის იგივეა, რაც იყო გასულ წლებში, მაგრამ შედეგები წელს უფრო მაღალია. 2021 წლის  უცხოური ენების გამოცდაში 214-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო, მეორე მხრივ, დიდია ასევე იმ აბიტურიენტების რაოდენობაც, რომლებმაც საშუალოზე დაბალი ქულა მიიღეს, ან მხოლოდ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს. 

რა ტიპის შეცდომები ჰქონდათ აბიტურიენტებს ყველაზე ხშირად დაშვებული?

შეცდომები ყველაზე კარგად ჩანს ღია ტიპის დავალებებში, როგორებიცაა თემა და წერილი. ეს დავალებები აბიტურიენტებისაგან სხვადასხვა სახის ცოდნისა და ენობრივი უნარების ფლობას ითხოვს.  მომავალმა აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საკუთარი აზრი სწორად და ნათლად ჩამოაყალიბონ, რასაც მათგან დავალების პირობა ითხოვს. ხშირია შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტები მეტად განაზოგადებენ საკითხს, რის გამოც გამსწორებელს უჭირს გარკვევა, თუ  კონკრეტულად რის შესახებ წერს აბიტურიენტი. 

უცხოური ენის გამოცდიდან გრამატიკული დავალება ამოღებული იყო, რამდენად გამოჩნდა ტექსტებში აბიტურიენტთა გრამატიკული ცოდნა და როგორ ფიქრობთ, გაამართლა თუ არა ამ ცვლილებებმა?

ეს ცვლილება ჩვენს ტესტებში გასულ წელს შევიდა და მან ნამდვილად გაამართლა. არ არის საჭირო გრამატიკის ცოდნის იზოლირებულად შემოწმება მაშინ, როდესაც იმავეს წარმატებით ამოწმებს წერითი დავალებაც. წერის დავალების შეფასების სქემაში ცალკე გვაქვს გამოყოფილი გრამატიკული საკითხების ცოდნის შემოწმების კრიტერიუმი. ეს კი  სრულად ცვლის ტესტიდან ამოღებულ იმ დავალებას, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება