მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სპორტული დარბაზი აშენდება.
ჩასატარებელ სამუშაოებზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ცნობილია, რომ შენობაში, სპორტულ დარბაზთან ერთად, განთავსდება გასახდელები, საკვანძები და დამხმარე სათავსოები. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
დარბაზის მშენებლობასთან ერთად, ასევე შეკეთდება სკოლის ძირითადი შენობის სახურავი და ფასადი. განთიადის საჯარო სკოლაში 130-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება.
სკოლის ტერიტორიაზე სპორტული დარბაზის მშენებლობას ეხმიანება სკოლის დირექტორი ლამარა კოხრეიძე:
„როგორც იქნა, ასრულდა ჩვენი დიდი ხნის ოცნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადდა ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე. სკოლის ყველა თანამშრომლის, თითოეული მოსწავლისა და მთელი სოფლის სახელით უდიდეს მადლობას ვუცხადებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ქალბატონ მაია ხაჯიშვილსა და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში. ასევე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ხათუნა დიდმანიძეს. ეს პროექტი ძალზე მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩვენი სკოლისთვის. დარწმუნებული ვარ, სპორტის გაკვეთილები კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და მნიშვნელოვანი გახდება თითოეული მოსწავლისათვის, რაც, ვფიქრობ, საწინდარი იქნება არაერთი ახალი ტალანტის აღმოჩენის ჩვენს მოსწავლეებში, რომელიც ასახელებს ჩვენს სოფელს, რეგიონს, ქვეყანას“,- წერს სკოლის დირექტორი ლამარა კოხრეიძე.
სპორტული დარბაზის ასაშენებლად 697 934 ლარი გამოიყო. აღნიშნული სამუშაოების დასასრულებლად კი 12 თვეა განსაზღვრული.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ფონდმა მათ სამადლობელი წერილი და სიგელი გამოუგზავნა
„წიგნიერებასა და გონიერებაში ჩამალული საიდუმლო - დავით აღმაშენებელი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება გორისის საჯარო სკოლაში
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე