დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
04-08-2021
დაკოპირებულია
-
+
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის ხელშეწყობით მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანამანათლებლო პროექტებში და წარმატებებსაც აღწევენ.
სკოლამ კიდევ ერთ პროექტში წარმატებით მიიღო მონაწილეობა და მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ.
სკოლას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნინო ერემაშვილი ეწვია.
ვიზიტის მიზანს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოება წარმოადგენდა.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, 1111 მოსწავლე მონაწილეობდა, საიდანაც მეორე ტურში კაზრეთის N1 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე გადავიდა.
მეორე ტურის საუკეთესო სამეულში კი სალომე აბულაძე მოხვდა და საზეიმო ვითარებაში დამსახურებული საჩუქრით, ლეპტოპით დაჯილდოვდა. მეორე ტურში გადასულ ხატია ბასილაშვილსა და მარიამ ბაბუნაშვილს კი, სერტიფიკატებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები და ბიბლუსის სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცათ.