მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის გაჩენილ ახალ შანსს უფროსი და წამყვანი მასწავლებლების, ასევე პროფესიაში შესვლის მსურველების განაწყენება მოჰყვა. სტატუსიანი პედაგოგები უსამართლობაზე საუბრობენ, მასწავლებლობის მსურველები კი უკმაყოფილებას გამოხატავენ, რომ მიუხედავად გამოცდის ჩაბარებისა, პრაქტიკოსებისთვის ახალ-ახალი შანსის გამო მათ სკოლაში დასაქმების საშუალება არ ეძლევათ.
უფროსი და წამყვანი პედაგოგები ამბობენ, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს პატივს სცემენ, თუმცა ასეთი დაუსრულებელი შანსები მეტისმეტია. გარდა ამისა, პედაგოგები, რომლებმაც გამოცდა 2015 წლამდე ჩააბარეს, განმარტავენ, რომ ადრე კრედიტების დაგროვების საშუალება არ არსებობდა და ყველა პედაგოგისთვის გამოცდის გადასალახად საერთო ზღვარი იყო, ამასთან 2015 წლამდე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე - ახლა.
„პრაქტიკოს პედაგოგებს პატივს ვცემ, მათ წლების განმავლობაში შრომა და ენერგია აქვთ ჩადებული, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უფროსი და წამყვანი მასწავლებლები დავიჩაგრეთ. ისე გამოდის, რომ განათლების სამინისტროც და პრემიერიც მხოლოდ მათ აძლევთ ახალ-ახალ შანსს. ჩვენ კი, ვინც კომპეტენცია მაშინ დავადასტურეთ, როდესაც მასწავლებლის გამოცდა ბევრად უფრო რთული იყო და არც კრედიტები არსებობდა, წინსვლის საშუალებაც კი აღარ გვაქვს, სტატუსის ასამაღლებელი გამოცდის ლოდინში წლები იკარგება, კრედიტები ჩვენთვის აღარ არსებობს, რომ აქტივობებით მოვიპოვოთ წამყვანის ან მენტორის სტატუსი და ვართ ასე, მოლოდინში. როდის გავახსენდებით სამინისტროს? როდის იზრუნებენ ჩვენზე? ბოლო-ბოლო უმრავლესობა ხომ სტატუსიანი მასწავლებელია სკოლებში? ხომ არ შეიძლება მუდმივად პრაქტიკოსი პედაგოგები იყვნენ საფიქრალი და სალაპარაკო? ჩვენც ხომ გვჭირდება პროფესიული წინსვლა?! - აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბარში პედაგოგი.
პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები სურთ. ისინი ობიექტურობასა და ყველა პედაგოგისთვის თანაბარ უფლებებს ითხოვენ. უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც საგნის გამოცდა 10 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, ითხოვენ, რომ წამყვანის სტატუსი უგამოცდოდ მიენიჭოთ და მათაც მიეცეთ საშუალება, სტატუსი კრედიტების დაგროვებით, ტრენინგებითა და აქტივობებით აიმაღლონ.
„ძალიან კარგი, თუ პრაქტიკოსებს ასე ხელის მოსმით არ უშვებთ სკოლიდან, მაგრამ პედაგოგებს, რომლებსაც საგნის გამოცდა 10 კრედიტზე გვაქვს ჩაბარებული, მოგვენიჭოს წამყვანის სტატუსი და ჩვენც მოგვეცეს შანსი, მენტორობისთვის ვიბრძოლოთ. ასე უფრო სამართლიანი იქნება. რატომ უნდა ჰქონდეს უფროსის სტატუსი მასაც, ვინც პირველივე ცდაზე ბევრად რთული გამოცდა ჩააბარა და იმ პედაგოგსაც, რომელიც წლებია საკუთარ საგანს ვერ აბარებს და თითო კრედიტს აგროვებს?! შეაფასეთ პედაგოგები ობიექტურად და ნუ დაგვიკარგავთ წინსვლის მოტივაციას“, - ამბობს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 10 წლიანი გეგმა წარადგინა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო და მასში პედაგოგებიც ჩაერთვებიან.
„სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო, რომელშიც პედაგოგებიც აქტიურად იქნებიან ჩართული“, - აღნიშნა მინისტრმა.
იხილეთ: შემოდგომით გამოცდა არ ჩატარდება - პრაქტიკოსების „მეორე შანსზე“ მასწავლებლის სახლი განმარტებას აკეთებს
გავიგეთ რამე ახალი განათლების მინისტრის პრეზენტაციიდან ზოგად განათლებაში დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ?!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს