მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში გამართულ ფორუმში მონაწილეობდა.
გვიშტიბის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა, ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანმა ფორუმზე ერთ-ერთი კომპლექსური დავალების პრეზენტაცია წარადგინა.
ფორუმი ქუთაისის N33 სკოლაში გაიმართა, მას სხვა სკოლის პედაგოგებიც ესწრებოდნენ.
„ფორუმი - მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში გაიმართა. მას ესწრებოდნენ ახალი სკოლის მოდელის ექსპერტები. მონაწილეობა მიიღო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი პედაგოგიური პრაქტიკა, წარუდგინა მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებული ერთ-ერთი კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, დიდი მადლობა ამ შეხვედრის ორგანიზატორებს, სკოლის დირექციას და ექსპერტს ქალბატონ რუსუდან არზიანს, ასევე ქალბატონ ცირას რომელმაც აჩვენა სკოლის დამოკიდებულება და ჩართულობა ამ პროექტში.
დიდი მადლობა წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელმაც გამოგვიცხადა ნდობა და დაგვიჭირა მხარი, რომ სკოლა საპილოტო რეჟიმში ჩართული აღნიშნულ პროექტში“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მსვლელობის დასასრულს, მოსწავლეები დ სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისს დაესწრნენ
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე