ერთ კვირაში ყველა გამოცდის შედეგი გამოქვეყნდება - სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს აფრთხილებს
04-08-2021
დაკოპირებულია
-
+
ეროვნული გამოცდები დასრულებულია და ბუნებრივია, ყველა საბოლოო შედეგებს ელის. მიუხედავად იმისა, რომ ქულების ნაწილი გამოქვეყნდა, ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე აცხადებს, ყველა გამოცდის შედეგები ერთ კვირაში გამოქვეყნდება.
„როგორც კი ბოლო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება, დაიწყება სააპელაციო პროცესი და აბიტურიენტებს გასაჩივრების საშუალება მეორე დღის ექვს საათამდე ექნებათ. ამიტომ, ვაფრთხილებ მათ - იყვნენ ყურადღებით, ჩვენს ვებგვერდს ადევნონ თვალი და გაასაჩივრონ, თუკი რომელიმე საგანში ფიქრობენ, რომ ქულა უნდა იყოს უფრო მეტი და არ არის ნაშრომი შესაბამისად შეფასებული. ასევე აჯობებს, დაელოდონ ქულების გათანაბრებას, ნახონ თითოეულ პროგრამაზე როგორი კონკურსია და შეაფასონ თავისი შანსები“.