ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებმა ინგლისური ენის გამოცდაში უმაღლესი ქულები დაიმსახურეს
04-08-2021
დაკოპირებულია
-
+
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი განსაკუთრებით წარმატებით დასრულდა. სკოლის კურსდამთავრებულმა: ელენე ალანიამ, დაჩი აბულაძემ და სანდრო ერაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ინგლისურ ენაში უმაღლესი, 80 ქულა დაიმსახურეს.
კურსდამთავრებულებს, etaloni.ge დაუკავშირდა, რომლებიც საკუთარი შედეგებისა და გამოცდების შესახებ საუბრობენ:
„ჩემი ქულებით მაქვს შანსი, სასურველ უნივერსიტეტში მოვხვდე; სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში მინდა. ქართულში 70 ქულიდან 52 ქულა ავიღე და მათემატიკაც წარმატებით ჩავაბარე. მომზადებით არც ერთ საგანში მოვმზადებულვარ. ჩემი აზრით, წელს მათემატიკა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ სხვა საგნები მარტივი აღმოჩნდა“. - გვიყვება ელენე ალანია.
„ვფიქრობ, წინა წელთან შედარებით ტესტები გამარტივებული იყო. მხოლოდ ქართულში ვემზადებოდი და 66 ქულა ავიღე, დანარჩენ საგნებში არ მოვმზადებულვარ. თავისუფალ უნივერსიტეტში მინდა სწავლის გაგრძელება, თუმცა ფაკულტეტი ჯერ არ გადამიწყვეტია, ან საერთაშორისოზე გავაგრძელებ ან საზოგადოებრივ მართვაზე. ქართულსა და ინგლისურთან ერთად, ისტორიაც ჩავაბარე, მაგრამ ისტორიის შედეგი ჯერ არ ვიცი“. - აღნიშნა სკოლის კურსდამთავრებულმა, დაჩი აბულაძემ.
სკოლის კურსდამთავრებულმა, სანდრო ერაძემ, რომელიც სწავლის გაგრძელებას აგრარულ უნივერსიტეტში აპირებს შემდეგი რამ მოგვითხრო:
„აგრარულ უნივერსიტეტში ინჟინერიის ფაკულტეტზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ინგლისურ ენასთან ერთად, ქართული და მათემატიკა ჩავაბარე. ქართულში 62 ქულა ავიღე, ხოლო მათემატიკაში - 37. რა ქულებიც დავიმსახურე დაახლოებით ასეთი მოლოდინები მქონდა. მხოლოდ მათემატიკაში ვემზადებოდი რეპეტიტორთან, დანარჩენი საგნები ჩემით ჩავაბარე. ტესტები ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო“. - აღნიშნა სანდრო ერაძემ.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, ულოცავს კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგებს და ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე