სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„სტატუსს და კრედიტებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ჩვენი საქმე გავაკეთოთ ხარისხიანად“ - ირმა ფუხაშვილი N48 საჯარო სკოლის დირექტორი
04-08-2021
-
+


N48 საჯარო სკოლის დირექტორი, ირმა ფუხაშვილი, ვიდრე სკოლის მართვის სადავეებს აიღებდა ხელში, მანამდე ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი იყო. სკოლის წარმატებით მართვაში სწორედ მისი პედაგოგიური გამოცდილება ეხმარება და ფაქტია, რომ N48 საჯარო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს მასშტაბით. ირმა ფუხაშვილმა გასული სასწავლო წლის რეფორმებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრა.

ირმა ფუხაშვილი:
2020-2021 სასწავლო წელი გამოწვევებით სავსე იყო, პანდემია მოულოდნელად დაიწყო და ონლაინ სწავლება გახდა ერთადერთი უალტერნატივო გზა საგანმანათლებლო პროცესის გასაგრძელებლად. როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ჩვენთვის პრიორიტეტი მოსწავლეთა ჯანმრთელობა იყო, მაგრამ მეორე მხრივ - ბავშვები არ უნდა დარჩენილიყვნენ სწავლის მიღმა. სასწავლო პროცესის წასამართად სამინისტრომ სხვადასხვა გზები შემოგვთავაზა. დისტანციურ სწავლებაში დიდი გამოწვევა იყო მოსწავლეების სრული დასწრება, რადგან ზოგ ბავშვს სათანადო პირობები არ ჰქონდა: უწყვეტი ინტერნეტი, შესაბამისი ტექნიკა... არც გვქონია მოლოდინი, რომ მყისიერად გადავიდოდით ონლაინ სწავლებაზე და 100 %-იან შედეგს დავდებდით, თუმცა პედაგოგებს არ დაუშურებიათ დრო და ენერგია საგაკვეთილო პროცესის წარმატებით წასამართად. მათ იბრძოლეს, არ დანებდნენ და თვითონაც ისწავლეს ბევრი რამ, რათა მოსწავლეებისთვის ესწავლებინათ. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს.

თავადაც მასწავლებელი ვარ და ვიცი, რა ძალისხმევას მოითხოვს ონლაინ გაკვეთილები, რთულია მოსწავლემდე ინფორმაციის ხარისხიანად მიტანა, როცა მათ ვერ უყურებ თვალებში. მიკვირს, როგორ მოახერხეს მასწავლებლებმა პირველ კლასელებთან ფსიქო-ემოციური კონტაქტის დამყარება და ნდობის მოპოვება. მეორე სემესტრიდან საშუალება მომეცა საკლასო ოთახში დავსწრებოდი გაკვეთილებს და გაოცებული ვიყავი, პირველ კლასელებსა და მასწავლებელს შორის ბარიერი არ არსებობდა. ასევე, დიდ მადლობა მშობლებს, რომლებიც გვერდით ედგნენ თავიანთ შვილებს და პედაგოგებს. ამ პერიოდმა მშობელი უფრო მეტად დააახლოვა სასწავლო პოროცესთან და მისი უშუალო მონაწილეც კი გახდა. ახლა უკვე შეგვიძლია დისტანციური სწავლების სიკეთეებზე და უარყოფით მხარეებზეც  თავისუფლად ვისაუბროთ. კარგად შევხვდით გასული სასწავლო წლის გამოწვევებს და ბევრი დადებითიც დაგვანახა. „რაც არ გვკლავს გვაძლიერებსო“ და მგონია, ამ პანდემიამ გაგვაძლიერა.

- რა დადებითი მხარე ჰქონდა დისტანციურ სწავლებას?

-  ბავშვებმა აქამდე მათთვის უცნობი საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენება დაიწყეს; დროს არ კარგავდნენ სკოლაში წასვლა-წამოსვლაზე; ასევე დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები გამოუმუშავდათ; მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს თვითრეალიზების და საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ონლაინ საგაკვეთილო პროცესი ისეთი ხარისხიანი იყო, როგორც საკლასო ოთახში და ეს ბუნებრივიც არის.

- ანუ, ახალი სასწავლო წელი თუ ისევ დისტანციურად დაიწყება, ამისთვის მზად ხართ?

- დიახ. გამოცდილება გვაქვს და ბევრად ძლიერები შევხვდებით ახალ სასწავლო წელს. მთავარია ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ჩვენ, მასწავლებლები თავს არ დავზოგავთ ბავშვებისთვის უწყვეტი განათლების მისაღებად. ამ ომში მარტო არ ვართ, სამინისტრო მაქსიმალურად გვერდში გვიდგას. ახლა მუშავდება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მთავარი დოკუმენტია საგანმანათლებლო სივრცეში. აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული გეგმა ცნებებზე ორიენტირებულ სწავლებას გულისხმობს, ასევე თემატური დაგეგმებს და კომპლექსური დავალებებს. მისი მეშვეობით მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა იყოს თავისუფალი, მოსწავლეებს კი ხელს უწყობს მათი ცოდნა გახდეს მოქნილი და ერთ საგანში მიღებული ინფორმაცია სხვაგანაც გამოიყენონ. კომპლექსური დავალებები ისეთ უნარს ავითარებს, როგორიცაა ტრანსფერი - თეორიის პრაქტიკაში გამოყენება. ცნებების სწავლა ხდება არა სტატიკურად, არამედ ილექება მოსწავლის ცნობიერებაში მრავალი წლის განმავლობაში, შესაბამისად, ამ მიდგომით სწავლება გაცილებით ეფექტურია.
- რამდენად რეალურია ამ გეგმის პრაქტიკაში დანერგვა?

- ნებისმიერ რეფორმას ადამიანები სკეპტიკურად ხვდებიან. ბოლო წლებში, საქართველოს განათლების სისტემაში, ბევრი რეფორმა ჩატარდა, ზოგმა გაამართლა, ზოგმა - არა, მაგრამ თავისი დადებითი კვალი მაინც დატოვა. ტრენინგების მეშვეობით მასწავლებლებს განვითარების საშუალება მიეცათ. ჩვენი სკოლა წელს ჩაერთო „ახალი სკოლის მოდელში“. მთელი წლის განმავლობაში საგნობრივი ექსპერტები მუშაობდნენ  პედაგოგებთან და ახალი სასწავლო წლისთვის უკვე გამზადებული გვაქვს თემატური მატრიცები, გეგმები, კურიკულუმები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მისი პრაქტიკაში დანერგვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.

- როგორ შეხვდნენ მასწავლებლები ამ რეფორმას?

- მასწავლებლები მზად არიან ყველა გამოწვევისთვის და მაქსიმალურად ერთვებიან  თითოეულ რეფორმაში. თავიდან ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, მაგრამ მერე, როცა თავადაც ჩაერთვნენ ტრენინგებში და პრაქტიკულ ნაწილში, შეხედულებები შეეცვალათ. სასწავლო წლის დასასრულს ყველა კათედრამ, გულმოდგინედ, შეიმუშავა მთელი წლის კურიკულუმები და მშვიდად გავიდნენ შვებულებაში. ამ პროგრამის ფარგლებში განვახორციელეთ პროექტი: „სამოქალაქო უსაფრთხოება შენი უსაფრთხოებისათვის“, რომელში ყველა საგნობრივმა კათედრამ მიიღო მონაწილეობა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდებოდა პანდემიის პარალელურად და როგორ შეიძლება ამით არ ვიყო კმაყოფილი. ჩვენ არ დავნებდით პანდემიიდან გამოწვეულ სირთულეებს და წელს ბევრი რამ გავაკეთეთ მოსწავლეების, სკოლის სასარგებლოდ. მართალია, პედაგოგოები აპროტესტებენ იმას, რომ ის დრო მიჰქონდა ტრენინგებს, რომელიც საკუთარი ოჯახისთვის უნდა მოეხმარათ, მაგრამ მასწავლებლებმა ბოლო წლებში იმდენი ტრენინგი გავიარეთ, ასეთი ცხოვრების რიტმსაც მივეჩვიეთ.

- რამდენად ხარისხიანია ეს ტრენინგები და როგორ ფიქრობთ, ხდება თუ არა ინფორმაციის სწორად მიწოდება მასწავლებლამდე და შემდეგ - მოსწავლემდე?


- „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მომზადებული ტრენინგებით ძალიან კმაყოფილები ვართ. ტრენერებმა მაქსიმალურად კარგად გაუზიარეს გამოცდილება პედაგოგებს. საერთოდ, ჩვენს სფეროში ჩატარებულა მეტ-ნაკლებად კარგი და ცუდი ტრენინგი. თავადაც აქტიურად ვესწრები თითოეულ მათგანს და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე უხარისხო ტრენინგიდანაც რაღაც მისწავლია. მთავარია მასწავლებლებს გვქონდეს ანალიზის უნარი - ხარისხიანი ინფორმაციის მიღების და გადამუშავების.

- მასწავლებლების გამოცდები დასასრულს უახლოვდება და თქვენი სკოლიდანაც ხომ არ იყვნენ გამოცდაზე გასულები?

- ჩემს სკოლაში თითქმის ყველა მასწავლებელს უფროსის სტატუსი აქვს და არ გვყავს პრაქტიკოსები. სპეცმასწავლებლები აბარებდნენ და იმედი მაქვს, კარგი შედეგი ექნებათ. დიდი გამოცდილება აქვთ, ყოჩაღი გოგონები არიან და შედეგიც არ დააყოვნებს.

- პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების კიდევ ერთი შანსი მიეცათ, ამ საკითხთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- სახელმწიფო მასწავლებელს ყველანაირ საშულებას აძლევს, რომ განვითარდეს და არ წავიდეს პროფესიიდან. როცა არაერთხელ გეძლევა  შესაძლებლობა ის საგანი ჩააბარო, რომელსაც წლების განმავლობაში ასწავლი და ამით აიმაღლო სტატუსი, ეს შანსი უნდა გამოიყენო. მასწავლებელი, რომელიც საკუთარი საგნის გამოცდას ვერ ჩააბარებს, ვფიქრობ, მისი ადგილი სკოლაში აღარ უნდა იყოს.

- ამის ფონზე, სპეცმასწავლებლებს სტატუსის ასამაღლებლად 2 წელი, რომ  მისცეს რამდენად სამართლიანია?

- თუ სპეცმასწავლებლები ამ ვადაში ვერ მოახერხებენ სტატუსის ამაღლებას, ვფიქრობ მათაც მიეცემათ სხვა საშუალება. აუცილებად უნდა ვთქვა, რომ სპეცმასწავლებელი ნამდვილად ღირსეული კადრია სკოლაში. ჩვენთან 22 სსსმ მოსწავლეა და ეს მასწავლებლები თავდაუზოგავად მუშაობენ ბავშვებთან. ვაფასებ მათ დამოკიდებულებას და იმას, რომ მაქსიმალურად ცდილობენ პროფესიულ განვითარებას.

- სოცმუშაკების საჭიროებას რამდენად ხედავთ სკოლებში?

- ჩვენ ვთანამშრომლობთ მანდატურის ფსიქო-სოციალურ სამსახურთან და აქამდედაც გვქონია მათთან შეხება. სკოლებში ნამდვილად არის მათი საჭიროება - ბევრ ბავშვს ესაჭიროება ამ მხრივ დახმარება. სოცმუშაკების კარგად გადამზადებული კადრები შემოვიდნენ სკოლებში, ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ ნებისმიერი მოსწავლისთვის სკოლა, სასწავლო გარემო და საერთოდ ცხოვრება მარტივი იყოს. მათი დახმარებით არაერთი ბავშვი დაუბრუნდა  სკოლას. თუმცა, მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობით ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, ამ ადამიანებმა უამრავი სასარგებლო პროექტი განახორციელეს ჩვენს სკოლაში.

- როგორ ჩაერთეთ მანდატურის ფსიქო-სოციალურ პროექტში?

- როგორც ვიცი, ამ პროექტში, საქართველოს მასშტაბით, თავიდან 5 სკოლა ვიყავით ჩართული და მერე დაგვემატა სხვები. შემთხვევითობის პრინციპით ჩაგვრთო განათლების სამინისტრომ და გულწრფელად მადლობელი ვარ ამ სამსახურის. ეს ადამიანები ორი წელია ყოველდღიურად მუშაობენ ბავშვებთან და ძალიან საინტერესო მიდგომები აქვთ. მათი მთავარი მიზანია ბულინგისგან თავისუფალი გარემოს შექმნა. პროექტის ფარგლებში, არაერთი მასწავლებელი გადაამზადეს, თუ, როგორ უნდა განესხვავებინათ ბულინგი და კონფლიქტი ერთმანეთისგან. მათი სკოლაში შემოსვლის შემდეგ ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა და რაც მთავარია, ახლა უფრო მარტივად ხდება მოსწავლის პრობლემის ამოცნობა. ფსიქო-სოციალურ სამსახურთან მიმართებაში გაიზარდა მშობლების ჩართულობა - შექმნილია მშობლების კლუბი და შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტით მშობლებმა და ბავშვებმა უკეთ გაიცნეს ერთმანეთი. ჩვენთვის მთავარი პრობლემა იყო მშობლების პასიურობა სასწავლო პროცესში, ახლა კი პირიქითაა. მათივე ინიციატივით სკოლაში დაწესდა გარკვეული წესები და დარღვევის შემთხვევაში - გაიდლაინები. ასევე, დამრიგებლის ინსტიტუტი გაძლიერდა.

- ამ სამსახურმა რამდენად შეძლო რთული ქცევის ბავშვებში ნდობის მოპოვება?

- დიახ, მათ ეს შეძლეს და მშობლების ჩართულობით მყისიერად ხდება მოსწავლის პრობლემის ამოცნობა, შემდეგ კი რეაგირება. აღვნიშნე კიდეც, არაერთი პროექტი განახორციელა ამ სამსახურმა, რომელიც მართლა სასარგებლო და კარგი შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

- და, როგორია თქვენი გზა დირექტორობამდე?

- ვიდრე N48 საჯარო სკოლის დირექტორი გავხდებოდი, მანამდე ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ვასწავლიდი სხვა სკოლაში - წამყვანი მასწავლებელი გახლავართ. 2014 წლიდან ვარ დირექტორი, გამოცდები ჩავაბარე, გასაუბრება გავიარე და შემდეგ დავინიშე. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. როგორც პედაგოგი ყოველთვის მზად ვარ პროფესიული განვითარებისათვის, არც ერთ გამოწვევაზე ვამბობ უარს და ყველა ტრენინგებს დღემდე დიდი ინტერესით ვესწრები. აქტიური მასწავლებელი ვიყავი და ამან განაპირობა ის, რომ დირექტორობა გადავწყვიტე. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სკოლის დირექტორი, მანამდე მასწავლებელი იყო, რადგან ის შემდეგ სულ სხვა თვალით უყურებს სკოლაში არსებულ პრობლემებს.  ასეა ჩემს შემთხვევაშიც, ეს გამოცდილება მეხმარება წარმატებით ვმართო რიგი პროცესები. ვცდილობ, მაგალითი ვიყო სხვისთვის. მადლობა ღმერთს, რომ კარგი კოლექტივი შემხვდა - სულ მზად არიან თვითგანვითარებისთვის და მხარდაჭერისთვის. სკოლა ვერ აღზრდის პროფესიონალ ქიმიკოსებს, ფიზიკოსებს და ასე შემდეგ, მთვარია ჩვენ გავუშვათ ცხოვრებისთვის  მომზადებული ადამიანები, რომლებსაც ჩვენთან მიღებული უნარ-ჩვევები 21-ე საუკუნეში გამოადგებათ

- ახსენეთ, რომ წამყვანი მასწავლებელი ხართ. წელს არ მოგეცათ სტატუსის ამაღლების საშუალება და ეს ხომ არ აფერხებს თქვენს წარმატებას?

- ჩემთვის სტატუსი არ არის იდეაფიქსი და შესაბამისად, განვითარებაში ეს ვერ შემაფერხებს. თავისუფლად შემიძლია წამყვანის სტატუსით ვიმუშაო და განვვითარდე. თუ შესაძლებლობა იქნება და ეს გამოცდა ჩატარდება სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. სტატუსს და კრედიტებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ჩვენი საქმე გავაკეთოთ ხარისხიანად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება