მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- 2020-2021 სასწავლო წელი, პირველ რიგში, პანდემიასთან ბრძოლის წლად მიმაჩნია, რასაც მთელი რიგი გამოწვევები მოსდევს. როგორებიცაა: მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა, მასწავლებლების დროული მობილიზება შესაძლო ონლაინ სწავლებაზე გადასავლელად. თითოეული თანამშრომლის ძალისხმევის შედეგად მოვახერხეთ პრობლემების დაძლევა.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად, რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?
- შეიცვალა მშობელთა ჩართულობის ფორმაც, ძირითადად, ონლაინ შეხვედრები გვქონდა. ინდივიდუალური შეხვედრები რეგულაციების დაცვით პირისპირ მიმდინარეობდა.
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?
- მასწავლებლებს ვეტყოდი, რომ საგნობრივი და პროფესიული კომპეტანციის დადასტურების ეს ფორმა არის ის მინიმუმი, რაც აუცილებლად უნდა გადალახოს ყველა მასწავლებლმა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად, რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?
- პროფესიებისადმი არჩევანი მრავალფეროვანია, რა თქმა უნდა ამას განაპირობებს სოციალური გარემო, ინტერესები, მიდრეკილება, ნიჭი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლის და იურისტის პროფესიას ირჩევენ. მათ იციან, რომ მათი პროფესია მომავალში მათი ცხოვრების დედა ანუ მათი ალმა-მატერი იქნება.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?
- ჩემი აზრით, შეიძლება მოხდეს ინდივიდუალური შემთხვევების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, ბავშვის სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, ბავშვის მზაობისა და მშობლის სურვილის გათვალისწინებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.