სიახლეები
პიროვნება

„პირველივე კლასიდან ვოცნებობდი მასწავლებელი ვყოფილიყავი“ - მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი
05-08-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუ ამჯერად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორთან, სვეტლანა სუხორუკოვასთან შედგა.

- წარმატება არის. . .

- პირველ რიგში ჩემთვის, ჩემი აღზრდილი ბავშვების წარმატებები და ჩემსადმი მათი სიყვარული და მადლიერება.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . .

- ტკბილ და უდარდელ ბავშვობას.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .

- სამწუხაროდ ის უკვე აღარ არის ცოცხალი, მაგრამ დრო რომ უკან დაბრუნებულიყო, აუცილებლად ვინატრებდი, რომ ის ყოფილიყო  ჩემი პირველი მასწავლებელი. მან მასწავლა სკოლის და სწავლისადმი სიყვარული. პირველივე კლასიდან ვოცნებობდი ვყოფილიყავი მასწავლებელი.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .

- ვცდილობდი, რომ სანიმუშო და ყოჩაღი მოსწავლე ვყოფილიყავი.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .

- ჩემს ახალგაზრდობიდან დღემდე იყო, არის და იქნება ყოველთვის ჩემი საყვარელი ავტორის მარგარეტ მიტჩელის „ქარწაღებულები“. მე მიყვარს მთავარი გმირი - სკარლეტი, მისი ცხოვრებისადმი ენთუზიაზმი და სიყვარული, რომელიც არასდროს ნებდება. მიისწრაფის თავისი სურვილების ასრულებისკენ და თავისი ოჯახის კეთილდღეობისათვის.

- ზაფხულში ვცდილობ. . .

- მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად, დავისვენო, როგორც ფიზიკურად ისევ ფსიქოლოგიურად.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .

- ისევ და ისევ „ქარწაღებულებიდან“ სკარლეტის საუკეთესო გამონათქვამი: „...მე ამაზე ხვალ ვიფიქრებ...“, ანუ არასდროს არ უნდა გაჩერდე, სიტუაციიდან გამომდინარე, ყოველთვის იარო წინ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება