მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა თამბაქოს მავნებლობაზე საჯარო პრეზენტაცია მოამზადეს.
მოსწავლეებმა აუდიტორიას განუმარტეს, რომ სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა, შემდეგ კი დისკუსია გამართეს.
„შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ასევე მოწვეული სტუმრები ააიპ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან. მათ მოაწოდეს უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მოზარდებს, ასევე ყურადღება გაამახვილეს პირბადეების სწორად ტარებაზე, დისტანციაზე, ჰიგიენური წესების დაცვაზე.
შეხვედრა ჩატარდა რეგულაციების დაცვით. აღნიშნული ღონისძიებით ხელი შეეწყო ცნობიერების ამაღლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
31 მაისი - მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 1987 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღინიშნება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 9 მარტს დაიწყება - დეტალები მოსწავლეებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები შესაბამისი ინფორმაციებით
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ