შეხვედრას ლენტეხის რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ლენტეხის რესურსცენტრმა Izrune.ge-ს მხარდაჭერა გამოუცხადა და მომავლის პროექტი უწოდა. „ეს არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების თვითშეფასების საშუალებას მისცემს და მათ განათლებაში სკოლისა და ოჯახის ერთობლივ ჩართვას უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა ბადრი ქარდავამ.
Izrune.ge ლენტეხში მომავალი განათლების საუკეთესო პროექტად შეაფასეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.