სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„პრეტენზია განათლების სამინისტროსთან მაქვს... ჩემი შვილი საცდელი კურდღელია“ - რა პრობლემებს აწყდებიან სსსმ მოსწავლეები
06-08-2021
-
+


წლების წინ, როცა სსსმ მოსწავლეების საჯარო სკოლებში ინტეგრაცია დაიწყო, ამ პროცესს მოუმზადებლები შეხვდნენ. მასწავლებელებისა და მშობელების ნაწილსაც კი არ ჰქონდათ მათ მიმართ მიმღებლობა; თანაკლასელების დამოკიდებულებაც არასახარბიელო იყო. რა შეიცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლებში etaloni.ge-ს სსსმ მოსწავლის დედა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“, დამფუძნებელი, მარი კორკოტაძე ესაუბრა.

მარი კორკოტაძე: როცა ჩემი შვილი პირველ კლასში მივიყვანე მასწავლებლის მხრიდან მიმღებლობის პრობლემა არ გვქონია, უფრო მეტიც, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, ამ მიმართულებით, რაც შეიძლება მეტი ესწავლათ, რადგან მათთვის ეს დიდი სიახლე იყო. თუმცა, სხვა ბავშვების მშობლებიდან ვიცი, მათი შვილების მასწავლებლებს მიმღებლობის პრობლემა ნამდვილად ჰქონოდათ. პირადად მე, დირექტორთან სულ მქონდა ბრძოლა, რომ ჩემ შვილს ჰყოლოდა ინდივიდუალური ასისტენტი. მაშინ 6 ბავშვზე ერთი ასისტენტი ინიშნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს შვილს ქცევის პრობლემა ჰქონდა, სწორედ ამიტომ ვითხოვდი ინდივიდუალურ ასისტენტს. მოკლედ, ბევრი ვიბრძოლე და მივაღწიე მიზანს. ეს მარტო ჩემი შვილის გამო არ გამიკეთებია. გავკადნიერდები და ვიტყვი, დიდი წვლილი შევიტანე იმაში, რომ დღეს უკვე კანონში წერია: სსსმ მოსწავლეს, რომელსაც სჭირდება ინდივიდუალური ასისტენტი, უნდა დაენიშნოს. ადრე ეს წარმოუდგენელი იყო.

- რა პრობლემას აწყდებით დღეს სკოლაში?

- ყველაზე დიდი პრობლემა არაპროფესიონალი კადრებია. იმდენად დაბალი ანაზღაურება აქვთ ინდივიდუალურ ასისტენტებს - საათში 3 ლარი, რომ პროფესიონალი არ მოდის სკოლაში. ბევრჯერ დავსწრებივარ ასისტენტის შერჩევის პროცესს, როცა ჩემი შვილისთვის უნდა დაენიშნათ. ძირითადად ისეთი ადამიანები მოდიან გასაუბრებაზე, ვინც სამსახური ვერ იშოვა და იფიქრა, ასისტენტად წავიდოდა და 200 ლარი მაინც ექნებოდა ხელფასი. საერთოდ არ იცის რა სამსახურია და როგორი შრომა უნდა გაწიოს. ჩემმა შვილმა 2 თვის განმავლობაში 3 ასისტენტი გამოიცვალა. ერთმა არ იცოდა, როგორ ემართა ქცევა, შეცდომებს უშვებდა და ამან ჩემი შვილი დააზარალა და დააზიანა. მეორე ასისტენტი მალევე წავიდა და მესამეში გაგვიმართლა - ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით მაგისტრი აღმოჩნდა.

ინდივიდუალურ ასისტენტს არ აქვს მოთხოვნა, პროფესიით იყოს ფსიქოლოგი, მაგრამ პრაქტიკა ხომ უნდა ჰქონდეთ სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის, რომ ამ მიმართულებით ისწავლონ და განვითარდნენ. შესაბამისად, მათი მიზანია სკოლებში კვალიფიკაციის ამაღლება და მერე მიდიან მაღალ ანაზღაურებად სამსახურებში. ჩვენ ვრჩებით „ცაში გამოკიდებულები“. ხანდახან მგონია, ჩემი შვილი „საცდელი კურდღელია“, რომელთანაც მოდიან, პრაქტიკას გადიან, ათას შეცდომას უშვებენ და როცა უკვე პროფესიონალები ხდებიან, ბავშვს ტოვებენ.

- რა შეიცვალა წლებთან ერთად ინკლუზიური განათლების მიმართულებით?

- ჩემი შვილის თაობა და მშობლები ვართ პიონერები, ისინი ვინც პირველად გამოვიყვანეთ ბავშვები გარეთ და მივიყვანეთ სკოლაში. შენობაში, სადაც არაფერი დაგვხვდა ჩვენი შვილებისთვის და თავად მოვითხოვეთ ყველაფერი, თუმცა ეს ისე მარტივი არ ყოფილა, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს. პირადად მე, ჩემი შვილის კლასელების მშობლები დამესხნენ თავს, რადგან რაღაც გავასაჩივრე დირექტორის საწინააღმდეგოდ. ერთმა ხელი მკრა და საშინელი სიტყვები მეძახა. ის, რაც არსებობს დღეს მშობლების დაუღალავი შრომის და ნერვების ფასად გაკეთდა და არავინ თქვას, არც განათლების სამინისტრომ და არც ერთმა სკოლის დრექტორმა, რომ თავად გააკეთეს რაიმე. ის, რაც გაკეთდა დღემდე ჩვენ, სსსმ მოსწავლეების მშობლებმა, მოვთხოვეთ მათ, ჩიხში მივიმწყვდიეთ და  სხვა გზა არ დავუტოვეთ. მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი პრობლემაა სკოლებში.

- თანაკლასელების მხრიდან, როგორი დამოკიდებულებაა?

- ბავშვებს აქვთ ძალიან კარგი დამოკიდებულება დათას მიმართ და ამაში დიდი წვლილი მასწავლებელს მიუძღვის. პირველ კლასში დათასთან ერთად მომიწია ერთი კვირა კლასში ყოფნა და ვხედავდი, როგორ ეცინებოდათ ბავშვებს დათას ქცევებზე. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა მასწავლებელმა ბავშვებს სთხოვა დაფასთან გამოსულიყვნენ და აერჩიათ წყვილი, ვისთან ერთადაც დასხდებოდნენ მერხზე. ყველა გამოვიდა დაწყვილებული, ხელჩაკიდებული და დათა დარჩა მარტო ცარიელ მერხებს შორის, ის არავინ აირჩია. ეს ყველაფერი მასწავლებელმა დაინახა და იმდენად კარგად იმუშავა, რომ ძალიან შეაყვარა ბავშვებს ერთმანეთი. ახლა ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ დაჯდება დათასთან.

- ონლაინ სწავლებამ, როგორ ჩაიარა?

- პირველად, როცა დაიწყო ონლაინ სწავლება დათა ვერ ჩაერთო, რადგან თავად არ ჰქონდა ამის სურვილი. მეორე კარანტინის დაწყებისას, მე ვიმუშავე ბავშვთან, დავაინტერესე რომ ჩართულიყო ონლაინ თერაპიებზე, რასაც სკოლის გაკვეთილებზე დასწრებაც მოჰყვა. ავირჩიეთ 5 საგანი და მასწავლებლები, რომლებიც „თიმსის“ საშუალებით ყოველდღე უტარებდნენ გაკვეთილებს. ბავშვმა მისცა მათ შესაძლებლობა, რომ გაკვეთილი წარმატებით ჩაეტარებინათ, თავად მასწავლებლებიც მოტივირებულები იყვნენ. არ შემიძლია არ ავღნიშნო დათას ინდივიდუალური ასისტენტის ჩართულობა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ონლაინ გაკვეთილების წარმატებით წარმართვაში. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი პრეტენზია მაქვს განათლების სამინისტროსთან, რომელმაც არაფერი გააკეთა სსსმ მოსწავლეების ონლაინ გაკვეთილების წარმატებით განხორციელებაში. განათლების სამინისტროსგან, რომ ყოფილიყო ხელშეწყობა ჩემი შვილი თავის კლასთან ერთად დაესწრებოდა გაკვეთილებს და არა მარტო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება