სიახლეები
ეტალონი

„მადლობა izrune.ge-სა და „ეტალონს“ ამ უდიდესი სიხარულისთვის“
05-08-2021
-
+


2021 წლის იანვარი ონლაინ-სივრცეში უპრეცედენტო პროექტით - საქართველოს SUPER-ოჯახებით დაიწყო. ეს იყო ახალი გამოწვევა და გადაცემა, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა და ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის უცვლელმა წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა შემდეგი სიტყვებით  დაიწყო - „ეს იქნება უმაგრესი დღე“...

მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა მთავარი ისაა, რომ საქართველოს SUPER-ოჯახებმა არც აქტუალობა დაკარგა და ათიათასობით თანამოაზრის მობილიზება შეძლო ერთი მთავარი იდეის - განათლებული მომავალი თაობების აღზრდის ირგვლივ.

იყო ექვსი გადაცემა და ერთგული იზრუნელების, მათი SUPER-ოჯახების ჯანსაღი კონკურენცია და სწრაფვა გამარჯვებისთვის.
საქართველოს super-ოჯახები „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით შეიქმნა და პირველივე გადაცემიდან, სრულიად საქართველო მოიცვა, მალე კი საზღვრებს გასცდა  და მაშინ, როდესაც მეექვსე გადაცემა უნდა ჩატარებულიყო, ოცი მონაწილის შერჩევა ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ONLINE-გადაცემაში 30 ოჯახი მიიღებდა მონაწილეობას.

„ეს ოჯახები იღბლიანები აღმოჩნდნენ იმ ათასობით ოჯახს შორის, ვისაც მონაწილეობა სურდა“ - ასე დაიწყო გადაცემა გოჩა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ ეს იქნება ისტორიული დღე, რადგან ფინალური გადაცემაა და საქართველოს მასშტაბით სუპერ-ოჯახების გამოვლენას ემსახურება.

ამის შემდეგ, ბატონმა გოჩამ izrune.ge-ს გენერალური მენეჯერი, თინათინ ტყეშელაშვილი მოიწვია სტუდიაში, რომელმაც წარმატება უსურვა თითოეულ მონაწილეს:

„დიდი მადლობა, რომ ისტორიულ გადაცემაში ერთად ვართ, მივესალმები ჩემს ბავშვებს, მზრუნველ ოჯახებს და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს. იქნება ოცი კითხვა, რომლებსაც ოჯახებმა უნდა უპასუხონ, მანამდე კი მინდა, შევაჯამო გასული წელი: izrune.ge-მ გამოავლინა საქართველოს 100 სუპერ-სკოლა, გავითვალისწინეთ არაერთი ფაქტორი და მათ შორის იყო - პროექტში ჩართულობა, „ეტალონში“ ჩართულობა, დირექტორებისა და პედაგოგების აქტიურობა... ეს ნამდვილი დღესასწაული იყო და დამეთანხმეთ, ყველა მშობელს უნდა, მისი შვილი super-სკოლაში სწავლობდეს... ამიტომ ვგეგმავთ, ამ სტატუსის სკოლებს ამშვენებდეს აბრები, რომლებიც ყველას გააგებინებს, რომ ესაა SUPER-სკოლა“.

მოგვიანებით, პირდაპირ ეთერში იმ პატარა იზრუნელების ვიდეოჩანაწერები გაეშვა, რომლებმაც, კიდევ ერთხელ, მთელი საქართველოს გასაგონად, ყველას უამბეს, თუ რატომ უყვართ izrune.ge, როგორ მოსწონთ ტესტების გავლა და რაც მთავარია, როგორ ახარებთ საკუთარი წარმატებები.

izrune.ge-ს გენერალურმა მენეჯერმა თინათინ ტყეშელაშვილმა ზაფხულის ტესტზე, რომელიც საქართველოს კუთხეების შემეცნებას ემსახურება, ვრცლად ისაუბრა და იმაზეც გაამახვილა ყურადღება, თუ როგორი ინტერესითა და ენთუზიაზმით ასრულებენ პატარები ამ ტესტს და იცით, რატომ? - იმიტომ, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები არიან და ისიც კარგად იციან, izrune.ge ცხოვრების სამომავლო გზაზე ყოველთვის მათ გვერდით იქნება.

ამასობაში, super ოჯახებმა ტესტი გაიარეს და გამარჯვებულებიც გამოიკვეთა.

პირველი ადგილი ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ბარბარე კაპანაძემ მოიპოვა, რომელიც გადაცემაში ბებიასა და საყვარელ დამრიგებელთან - სალომე მიქაძესთან ერთად ჩაერთო, რადგან ბარბარეს დედიკო ემიგრაციაშია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, შვილის წარმატებით ეხარა. სხვათა შორის, ტესტი ბარბარემ დედიკოსთან ერთად გაიარა.

ბარბარეს დედიკომ izrune.ge-სა და „ეტალონს“, გოჩა ტყეშელაშვილს იტალიიდან მადლობა გადაუხადა ასეთი საინტერესო გადაცემისთვის და რაც მთავარია, იმისთვის, რომ ბარბარემ სწორედ ყველაზე მზრუნველი პროექტის დამსახურებით, გამარჯვების სიხარული იგრძნო.

მეორე ადგილი თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლემ, იოანე მაშავამ მოიპოვა, რომლის მშობელმა, ნინო ცერცვაძემ, გადაცემის დასასრულს პროექტი შეაფასა:

„ძალიან მომწონს ეს გადაცემა და ზოგადად, ყველა პროექტი, რომელსაც „ეტალონი“ და izrune.ge გვთავაზობენ. ასეთი პროექტების შედეგია, ბავშვები და მათი ოჯახები ერთ მუშტად რომ არიან შეკრულნი. სხვათა შორის, იოანეს კლასს „სუპერ კლასის“ წოდება აქვს და ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა; მადლობა izrune.ge-სა და „ეტალონს“ ამ უდიდესი სიხარულისთვის“.

მესამე ადგილი ნინო აბუსერიძეს ერგო თბილისის N126 საჯარო სკოლიდან, ხოლო მისმა დედიკომ, ირინა ნაუმოვამ გაგვიმხილა, რომ საკუთარი შედეგით ძალიან კმაყოფილები არიან:

„მადლობა, რომ ბავშვებს ეძლევათ საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოაჩინონ, ძალიან ობიექტურები და პოზიტიურები ხართ და მინდა, კიდევ დიდხანს გაახაროს ჩვენი შვილები Izrune.ge-მ“.

ასე შეაფასეს პროექტი პირველი სამი ადგილი მფლობელებმა, თუმცა სიტყვებით შეუძლებელია, გადმოსცე ის ემოცია, რომელიც სუპერ-ოჯახებს  თან სდევდა; არც საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური გამორჩენიათ, რომელსაც გამარჯვება მიულოცეს და აქვე კიდევ ერთი ბიჭის, ოთარ ზათიაშვილის შესახებ გიამბობთ, რომლის ბებიამ, ელზა ხომიზურმა, პროექტის დასასრულს, უამრავი კეთილი სიტყვა არ დაიშურა „ეტალონის“, izrune.ge-სა და გუნდის თითოეული წვერის მიმართ:
„მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ამ დღისთვის. ჩემთვის ძალიან ემოციური და დატვირთული დღე იყო. მე მგონია რომ ჩემს ოთოზე მეტად მე ვღელავდი. ამ ექვსი წლის განმავლობაში, რასაც მე ვატარებ ნაღვლიანი გულით, პირველად შევიგრძენი სიხარულის განცდა და ემოცია. მართალია ცოტა მორიდებული ბიჭი მყავს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ თქვენი თანადგომით და აქედან ჩემი ძალისხმევით, რა თქმა უნდა ბავშვის მონდომებითაც, გაისად და თანდათან უკეთესი შედეგები ექნება ოთოს. უდიდესი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს გუშინდელი წუთებისთვის.და თქვენ ჩემს ორ საყვარელ ქალბატონს ამ წუთებისთვის, რაც მე განვიცადე. თქვენი ძალისხმევით იყო ზუსტად გუშინდელი დღე. დღე ჩემთვის თუნდაც ამ პატარა წარმატებით რომელმაც სიხარული მომიტანა“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში 


საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია

თითოეულ ბავშვზე 100 ლარს მიიღებთ - მუნიციპალური ბიუჯეტი

საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 14 საგანმანათლებლო დაწესებულების 15 კურსი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 ნოემბერს გამართავს 

პიროვნება

„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“ 

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძვნებული მეგობრობა, პოზიტიური ურთიერთობა

„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“

„დადებითი ურთიერთობები გავლენას ახდენს ბავშვის ქცევით - ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე“ 
სკოლები

დამსწრეთა წინაშე წარდგნენ ასევე კლუბის - „პიგმალიონის“, შემოქმედი მოსწავლეები თავიანთი ლექსებითა და მოთხრობებით 


მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს 

22 ნოემბერს კი,  2022-2023 სასწავლო წლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა 
მოსწავლეები დაუვიწყარი ემოციებით აივსნენ და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ 
ამ დღესთან დაკავშირებით, XI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი, სახელწოდებით - „ჩვენ ვსწავლობთ ილია ჭავჭავაძეს“ 
საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება