თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლე და-ძმამ izrune.ge-ს საზაფხულო ტესტი ბრწყინვალედ შეასრულეს
06-08-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, სკოლის მე-8 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა და-ძმამ, თინათინ და ნიკოლოზ აფციაურებმა საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“ ბრწყინვალედ შეასრულეს. ტესტი სამეგრელო-ზემო სვანეთს ეძვნებოდა და მოსწავლეებმა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის შეცნობის დასტური მიიღეს.
„თინათინ და ნიკოლოზ აფციაურები მერვე და მესამეკლასელები არიან. ოლიმპიადების მრავალგზის ფინალისტები და ჩემპიონები. ოქროს, ვერცხლის და თასების მფლობელები. სწავლობენ N60 საჯარო სკოლაში. მათი პედაგოგები არიან - ქალბატონი მარინე დავითულიანი და თინათინ ქურციკიძე. ისინი ზრუნავენ მათ ცოდნასა და განათლებაზე. მოსწავლეებს ვურჩევთ, მიიღონ თქვენს ოლიმპიადებში მონაწილეობა და წარმატებებს ვუსურვებთ!“- გვწერს ბეჯითი და სასახელო და-ძმის განსაკუთრებულად მზრუნველი მშობელი.
Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.