ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლემ izrune.ge-ს საზაფხულო ტესტი ბრწყინვალედ შეასრულა
06-08-2021
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, სკოლის მე-3 კლასელმა ამიკო ჟორჟოლაძემ საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“ ბრწყინვალედ შეასრულა. ტესტი სამეგრელო-ზემო სვანეთს ეძვნებოდა და მოსწავლემ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის შეცნობის დასტური მიიღო.
„მე ამიკო ჟორჟოლაძე ვარ. ვცხოვრობ ქუთაისში. მყავს დედა და მამა. სამწუხაროდ ვარ დედისერთა. ვსწავლობ ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში, მე-3 კლასის მოსწავლე ვარ. ძალიან მომწონს და აქტიურად ვერთვები izrune.ge-ს ტესტებში. განსაკუთრებით მომწონს მათემატიკის ტესტი და თვის ბოლო კვირას შემაჯამებელი ტესტი. მიყვარს ცეკვა, ხატვა, ცურვა.“ - გვიყვება განსაკუთრებით მზრუნველი და ნიჭიერი მოსწავლე ამიკო ჟორჟოლაძე.
Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.