სიახლეები
სიახლეები

ისტორიის გამოცდაში აბიტურიენტთა 8 % ჩაიჭრა, უმაღლესი ქულა კი მხოლოდ 5-მა მოიპოვა
06-08-2021
-
+


პირველადი მონაცემებით მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 92%-მა, ხოლო ხუთმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი შეფასება - აღნიშნავს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი.
 
- პირველადი მონაცემების თანხმად, რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ და გაუადვილდათ  ყველაზე მეტად  აბიტურიენტებს? 

- აბიტურიენტებს შედარებით გაუჭირდათ ისტორიული მოვლენის შეფასება, ვიზუალური წყაროს ანალიზი და ქრონოლოგიის განსაზღვრა. გაუადვილდათ - ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი, ასევე ისტორიული რუკის ანალიზი.
 
- უკვე ცნობილია თუ არა. რამდენად განსხვავდებოდა წელს სირთულის თვალსაზრისით ერთმანეთისგან ისტორიის საგამოცდო ტესტები? რამდენად მოსალოდნელია შეიცვალოს ტესტის რომელიმე ვარიანტისთვის გამსვლელი ქულა?

- როგორც იცით, ტესტების სირთულე უნდა დადგინდეს სტატისტიკური ანალიზით. ტესტის რომელიმე ვარიანტში შესაძლებელია გათანაბრების შემდეგ გამსვლელი აღმოჩნდეს უფრო დაბალი ქულაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა ტესტების ვარიანტებს შორის სირთულის თვალსაზრისით განსხვავება. აბიტურიენტებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს ზღვარი, ვურჩევ დაელოდონ საბოლოო შედეგებს. 
 
- რა შემთხვევაში გაასაჩივრონ ნაშრომი? 

- ჩვენი რჩევა იქნება, რომ აბიტურიენტებმა გულისყურით შეამოწმონ საკუთარი ნაშრომები და ყურადღებით გაეცნონ შეფასების სქემას. იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიან, რომ მათი შეფასება არაობიექტურია, ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო განაცხადი შემოიტანონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად მიუთითონ არა მთელი ტესტი, არამედ კონკრეტული დავალება//დავალებები, რომელთა შეფასებასაც არ ეთანხმებიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპელაციის დროს ნაშრომებს შესაძლოა როგორც მოემატოს, ისე დააკლდეს ქულები. 
 
- რას ურჩევთ მომავალ აბიტურიენტებს, რა უნდა გაითვალისწინონ მომზადების პროცესში? 

ისტორიის გამოცდისათვის მზადების პროცესში მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ისტორიული პროცესების გააზრებას, მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას, ანალიზს და არა მარტო ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებასა და ისტორიული ფაქტების დაზეპირებას.

იხილეთ: მათემატიკაში წელს მაქსიმალური ქულა უფრო მეტმა აბიტურიენტმა მიიღო, ვიდრე შარშან - მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი შედეგებს აფასებს

რა შეცდომები დაუშვეს აბიტურიენტებმა უცხოური ენის ტესტში - ჯგუფის ხელმძღვანელი პირველად შედეგებს აფასებს

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება