14 წლის გოგოს ბაბუას ძალადობისთვის 1 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
06-08-2021
დაკოპირებულია
-
+
ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას ძალადობისთვის სასამართლომ 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
შვილიშვილზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა, სასამართლომ კი გარდაცვლილი გოგოს ბაბუა 126-ე მუხლის მიხედვით ცნო დამნაშავედ, რაც ძალადობას გულისხმობს.
15 თებერვალს 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ბაბუა დააკავა. პროკურატურის ცნობით, ბაბუამ 14 წლის გოგო ცემა და მოკვლით დაემუქრა, რაც ბრალდებულმა დაკავების შემდეგ დაკითხვისას აღიარა.
გარდაცვლილი გოგონა ბაბუამ 10 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს ნახა.