სიახლეები
სიახლეები

ფასიანი გაკვეთილები - რა შემთხვევაში შეუძლია სკოლას მოსწავლის ანაზღაურების სანაცვლოდ მომზადება?
14-12-2021
-
+


პედაგოგს უფლება არ აქვს, საკუთარ მოსწავლეს დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება გაუწიოს, ამის შესახებ მასწავლებელთა ეთიკის კოდექსში წერია. ასევე აკრძალულია, რომ პედაგოგმა სკოლაში გაკვეთილების შემდეგ დატოვოს მოსწავლე ანაზღაურების სანაცვლოდ ანუ რეპეტიტორმა გამოიყენოს სასკოლო სივრცე თავისი პირადი მიზნებისთვის, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც სკოლაში ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება არ იკრძალება.

როგორც ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაშია აღნიშნული:

  • დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება ხელს უნდა უწყობდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და, შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
  • სკოლას უფლება აქვს, შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება.
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება შეიძლება იყოს მოსწავლისთვის შეთავაზებული სავალდებულო ან ფაკულტატური სახით.
  • დამატებით სავალდებულო საგანზე დასწრება აუცილებელია კონკრეტული სკოლის/კლასის ყველა მოსწავლისათვის;
  • დამატებით ფაკულტატურ მომსახურებას (წრეს) მოსწავლეები სურვილის მიხედვით ირჩევენ/ესწრებიან.
  • საჯარო სკოლას უფლება აქვს მშობლებთან შეთანხმებით შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ:

          ა) აღნიშნულ მომსახურებას არ ეწევა ამავე სკოლაში დასაქმებული მასწავლებელი;

          ბ) ამ მომსახურებას არა აქვს საგაკვეთილო სახე;

          გ) აღნიშნული მომსახურება არ ხდება შესაბამისი მოსწავლისათვის საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს.

  • სკოლის გადაწყვეტილებით, ფაკულტატური მომსახურებით შეიძლება ისარგებლოს სხვა სკოლის მოსწავლემაც.
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების შესათავაზებლად სკოლამ უნდა განსაზღვროს:

          ა) დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი;

          ბ) დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახე (ფაკულტატური/ სავალდებულო);

          გ) თითოეული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებისთვის ამ მომსახურების განმახორციელებელი პირის მიერ შემუშავებული სასწავლო გეგმა (თუ ასეთი გეგმა არ არის ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში).

  • დამატებითი სავალდებულო საგნის სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს:

          ა) საგნის სწავლების მიზნებს (სადაც ჩამოყალიბებული იქნება, თუ რა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების შეძენას ითვალისწინებს ეს კურსი);

          ბ) შეფასების ფორმასა (ქულა, ჩათვლა) და პრინციპებს;

          გ) საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალს.

ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებისთვის საათების კონკრეტული ოდენობა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული არ არის. სკოლამ, ასეთი სახის მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში, თავად უნდა განსაზღვროს იგი. სასკოლო სასწავლო გეგმაში დამატებითი საგნების გათვალისწინებისას სკოლამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მოსწავლეებს სათანადო დასვენებისა და კვების საშუალება ჰქონდეთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

ცვლილებების ბოლო დღე 10 აპრილია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

სკოლების ნაწილში ისგ-ს გეგმები მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითაა შემუშავებული

არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

პიროვნება

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“

სკოლები

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას

 

 

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება