სიახლეები
სიახლეები

საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება - შეეხება თუ არა ინიციატივა სკოლებისა და ბაღების მასწავლებლებს?!
09-08-2021
-
+


2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ვეღარ ხედავენ მოტივაციას - წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა.

მისივე თქმით, გაორმაგდება მერების ხელფასები, რადგან წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2000 ლარად - „მერების ხელფასები 1800-2000 ლარია, რაც შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებას სამინისტროების დონეზე, ერთიანი ხედვა სამინისტროს არ წარუდგენია. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, 2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი!“.

რა პროექციით მოემატებათ ხელფასები საჯარო მოხელეებს, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, თუმცა შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მასწავლებლებსაც შეეხოს, რადგან ოფიციალურად, საჯარო სკოლებში სახელმწიფოს სსიპ-ია, ხოლო  რაც შეეხება საჯარო ბაღების პერსონალს, 2022 წლის იანვრიდან ხელფასების მატება მათაც შესაძლოა შეეხოს, რადგან ისინი ადგილობრივი მერიის დაქვემდებარებაში არიან.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ განათლების ათწლიან გეგმაშიც გაწერილია პედაგოგების ხელფასების ეტაპობრივი მატება, ეს ვერსია ლოგიკასმოკლებული სულაც არ არის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება