მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატი „ეტალონი“ მხოლოდ კონკურსი არ არის, ესაა პროექტი, რომელიც თანამოაზრეებს - ერთგულ „ეტალონელებს“ ყოველთვის მხარში უდგას, რათა წაახალისოს და სწავლაში მათთვის მამოტივირებელად იქცეს. ამის დასტური გახლავთ „მესტიის ეტალონი მოსწავლის“ სიტუაცია, როდესაც ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი; რის გამოც, რამდენიმე სოფელი გარესამყაროს სრულად მოსწყდა და გადაადგილებაც შეუძლებელი გახდა. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. აღნიშნულის გამო კი, „მესტიის ეტალონი მოსწავლე“, მე-10 კლასელი, საბა ავალიანი „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსში ვერ ჩაერთო.
ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ხანდახან უსიამოვნო ფაქტები ხდება, მაგრამ მთავარია, მსგავსმა მოვლენებმა სიკეთის კეთებასა და ერთმანეთის მხარში დგომაში ხელი არ შეგვიშალოს - ამის მაგალითი „ეტალონი“ არაერთხელ გამხდარა და ახლაც, საბას გვერდით დაუდგა - ნიჭიერი მოსწავლე ფულადი ჯილდოთი წავახალისეთ... თუმცა, სასიამოვნო სიურპრიზები მხოლოდ ამით არ დასრულებულა - საბა დააჯილდოვა ქუთაისის სერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმაც; მოგვიანებით, კი „ეტალონის“ დიპლომი მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად გადასცეს, ეს იყო თანადგომის საუკეთესო და არა უკანსკნაელი მაგალითი.
საბა ავალიანმა, etaloni.ge-თან საუბარში აღნიშნა, რომ ადამიანებისგან მსგავს მხარდაჭერას არ ელოდა და ეს მისთვის სტიმულისმიმცემი გახდა:
„ძალიან დამწყდა გული, სტიქიის გამო კონკურსში ჩართვა რომ ვერ მოვახერხე. საერთოდ არ ველოდი, საზოგადოება ასე თუ დამიდგებოდა გვერდით. ამის შემდეგ, მეტად მოტივირებული ვარ და უფრო დიდი მიზნები გამოჩნდა. დიდი მადლობა „ეტალონს“, ჩემი ამბავი გულთან რომ მიიტანა, ასევე რესურსცენტრიდან და მერიიდან დიპლომიც გადმომცეს“.
საბა ავალიანის დედის, ნათია იოსელიანის თქმით, საბასთვის ასეთი გამოხმაურებები მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა:
„საბას ამბავს ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა და დარწმუნებული ვიყავი, ასე, უყურადღებოდ არ დატოვებდნენ, თუმცა ამდენს მაინც არ ველოდი. წახალისებებმა ჩემს შვილს უაღრესად დიდი სტიმული მისცა, უბრალოდ, გული ძალიან დასწყდა, რომ მეწყრის გამო ფინალში მონაწილეობა ვერ მიიღო. სტიქიის შედეგად, ელექტროენერგიაც შეწყდა და ვერც ონლაინ ჩაერთო“.
რესურსცენტრის უფროსის, დარეჯან ნიგურიანის თქმით კი, საბას მერის მოადგილემ გადასცა „ეტალონის“ დიპლომი და ასევე, ყველანაირად ცდილობენ ნიჭიერ მოსწავლეს ფულადი ჯილდო გამოუნახონ.
„საბას 9 კმ-ით დაშორებულ სკოლაში უწევს სიარული, მოსწავლეებს ტრანსპორტი კი ემსახურება, თუმცა კონკურსის დღეს მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, ეს ვერანაირად მოხერხდა. საბა იმ დღეს მზად იყო რესურსცენტრში მოსულიყო და ისე მიეღო ფინალში მონაწილეობა, მაგრამ ამ პრობლემის გამო ეს შეუძლებელი გახდა; რესურცენტრი, მერია, სკოლა, ნათესავები ყველანაირად ვცდილობდით სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა ვერ მოვახერხეთ და მის სისოცხლეს საფრთხის ქვეშ, რასაკვირველია, ვერავინ დავაყენებდით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და ამ ბავშვის ამბავი გულთან ასე ახლოს მიიტანეს“.
იფარის საჯარო სკოლის დირექტორმა, ციცინო ფანგანმა etaloni.ge-ს საბას შესახებ მოუთხრო და აღნიშნა, რომ ასეთი დაფასება და ყურადღება მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო:
„საბა ძალიან წესიერი და კარგად აღზრდილი ბავშვია. უაღრესად ნიჭიერი, რასაც მოისმენს ყველაფერს მაშინვე იმახსოვრებს. კონკურსის წინა დღეს კოკისპირული წვიმა მოვიდა, რის გამოც მდინარეები ადიდდა და სავალი გზები მთლიანად წაიღო. მიუხედავად იმისა, რომ მერია და პირადად მერი, კახა ჟორჟოლიანი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ სიტუაციის გამოსწორებას ეს მაინც ვერ მოხერხდა. საბა ავალიანს „ეტალონი“ დაეხმარა და პირადად ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი, რის გამოც უაღრესად მადლიერები ვართ. არ ველოდი ასეთ დაფასებას იმიტომ, რომ მიუჩვევლები ვართ მსგავს დახმარებებს და ეს პირველი შემთხვევა იყო. ეს ამბავი ყველამ შეიტყო და საბოლოოდ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. მერია ძალიან წუხდა საბას გამო და ვიცი, ყველანაირად მონდომებულნი არიან, ამ ბავშვს მხარში დაუდგნენ. ყველას მადლიერები ვართ - მერიის, მშობლების, მასწავლებლების და რა თქმა უნდა „ეტალონის“.
ნელი ნავერიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საბასთან მერიის თანამშრომელი მუდმივ კონტაქტში იქნება, რათა ამ შესანიშნავ ბიჭს მუდმივად ჰქონდეს სათანადო მხარდაჭერა:
„ამ შესანიშნავი ახალგაზრდისთვის პატარა დაჯილდოების ცერემონია მერიის შენობაში გაიმართა. შეუძლებელია, ბავშვს, რომელსაც ასეთი წარმატებები აქვს, არ ჰქონდეს სათანადო მხარდაჭერა. საბას ძალიან რთულ პირობებში უწევს განათლების მიღება, ვგულისხმობ იმას, რომ გოგრაფიულად საბას ძალიან ლამაზი და ისტორიული სოფელი რთულ ადგილას მდებარეობს და პრობლემური 9 კმ-იანი გზის გავლა უწევს, რომელიც ხშირად ზიანდება. მართალია, სახელმწიფომ უზრუნველყო მისი ტრანპორტირება, თუმცა ძალიან რთულია ყოველდღე ასეთ გზაზე სიარული და თან ასეთი კარგი შედეგების მიღება. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მისი ოჯახი მარჩენალდაკარგული ოჯახი გახლავთ. არაჩვეულებრივი ბავშვია და ასეთ ბავშვებს ყველანაირად უნდა გავუძლიეროთ მოტივაცია და ჩავაგონოთ, რომ სწავლა ახალგაზრდებისთვის შეუცვლელი და ერთადერთია. ჩვენმა მერიამ და პირადად მე, ჩვენს ერთ თანამშრომელს დავავალეთ საბას ოჯახთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა. მათ შესახებ მოვიძიეთ ყველანაირი ინფორმაცია, საბას შესანიშნავი დედა სოციალური პაკეტის ბენეფიციარია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სადაც საბა რაიმე ფინანსური პრობლემის გამო ვერ წავა, მხარში დავუდგეთ. ეს დახმარება არ იქნება ერთჯერადი! იგი მუდმივად გვეყოლება ყურადღების ცენტრში, რადგან ერთჯერადი დახმარება არ არის შედეგიანი და მსგავს ახალგაზრდებს მუდმივი მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა არ ჩაცხრეს სწავლისადმი ენთუზიაზმი. მას სწავლის დასრულებამდე კიდევ 2 წელი დარჩა და სადაც რაიმე ახალგაზრდული პროექტი ან აქტივობა იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საბას ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა მუდამ ექნება. „ეტალონს“ კი დიდი მადლობა, საუცხოო საქმეს რომ ემსახურებით ასე დიდხანს და შესანიშნავად.“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“
დამსწრეთა წინაშე წარდგნენ ასევე კლუბის - „პიგმალიონის“, შემოქმედი მოსწავლეები თავიანთი ლექსებითა და მოთხრობებით
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე