მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ადმინისტრაცია საამაყო პედაგოგს - გვანცა ხილაძეს გვაცნობს. ახალგაზრდა მასწავლებელი დრამის და მუსიკის პედაგოგია. გვანცა ხილაძის შესახებ დირექცია გვიამბობს:
„გაიცანით, ჩვენი სკოლის კიდევ ერთი სიამაყე, უფროსი მასწავლებელი - გვანცა ხილაძე. პროფესიით მომღერალი და მსახიობია, „პროგრესშიც“ დრამის და მუსიკის პედაგოგად მუშაობს და საუკეთესოდ ახერხებს ბავშვებში ხელოვნებისადმი სიყვარულის დანერგვას; საჯარო სკოლაც და მუსიკალურიც წარჩინებით დაასრულა.
სწავლობდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, პროფილით აკადემიური სიმღერა; აქაც სტიპენდიანტი სტუდენტი იყო.
გახლავთ ბათუმის მერიასთან არსებული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ანსამბლის მომღერალი; თავისი ნიჭის და შრომის წყალობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა მოიარა და ქართულ კულტურას აზიარა უცხოელები.
მის კლასშიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე სწავლობს. აქ თუ შეიხედავთ, დარწმუნდებით, რომ გვანცა დიდი სიყვარულით და მონდომებით ზრუნავს პატარების განათლებასა და განვითარებაზე.
წარმატებები ვუსურვოთ გვანცას! მრავალი თაობისთვის შეეყვარებინოს ქართული ხელოვნება და კულტურა!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონფერენციის მთავარი თემა იყო - პროექტული სწავლება
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე