მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამა თუ იმ საკითხის მიმართ თითოეულ ადამიანს საკუთარი აზრი და დამოკიდებულება გააჩნია, ასეა პედაგოგებშიც, მაგრამ მოგვწონს თუ არა, განსხვავებული აზრი არსებობს და მისი მოსმენაც გვიწევს. ინგლისურის პედაგოგი აბაშიდან ბიჭიკო ოჩიგავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა და მას Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ჯერ ხომ კრედიტომანიამ გახლიჩა პედაგოგიური საზოგადოება. ახლა - ვაქცინირების პროცესმა. ყველანაირი პროცესი ჩვენზე, ადამიანობაზე მაღლა როგორ დგას?! წლების წინ რომ შემომეხედა ამ და სხვა იმ ჯგუფებში, სადაც პედაგოგებს მიუწვდებათ ხელი, ძალიან გამიჭირდებოდა მასწავლებლობის გადაწყვეტილება მიმეღო. რაც დრო გადის, მით უფრო იკიდებს ფეხს ღვარძლი, ბოღმა და შური ჩვენს სფეროში, რაც შესამჩნევია ჩვენს ირგვლივ არსებული საზოგადოებისთვის. ჩვენვე ვუთხრით მიწას საკუთარ პროფესიას და ჩვენდამი დამოკიდებულებაც ჩვენივე ქმედებების გამოძახილია. ემპათიის უნარი და ერთმანეთის სიყვარული დავკარგეთ. როგორი სუფთა და ზებუნებრივი ჩანდა პედაგოგის სახე ჩემს ბავშვობაში. მანამ, სანამ თავად მოვირგებდი ამ როლს და ძალიან ბევრს ვნახავდი და მოვისმენდი.. მე მომიტევეთ!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება