სიახლეები
სიახლეები

„გაიცანი საქართველო“, ბავშვებს ეხმარება, უკეთ შეიმეცნონ მშობლიური მხარე“
10-08-2021
-
+


izrune.ge, თავის ერთგულ იზრუნელებთან ერთად, განაგრძობს საქართველოს შეცნობას, საზაფხულო პროექტით - „გაიცანი საქართველო“. ყველამ ვიცით, რომ შვილისთვის განათლების მოტივაციის შექმნა უწყვეტი პროცესია და სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, ახლა არდადეგებია, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები პროექტში - მხიარული განწყობით, მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკითხს, ტესტებსაც დიდი ენთუზიაზმით გადიან და საკუთარი წარმატებების შესახებაც თანატოლებს სიხარულით უამბობენ.

სამცხე-ჯავახეთის საზაფხულო ტესტის წარმდგენი ბორჯომის მუნიციპალიტეტი გახლავთ და მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსი, მარინა ხუჯაძე პროექტისა და საზაფხულო ტესტის შესახებ გვესაუბრება:

„ჩვენი მუნიციპალიტეტი პირველად მონაწილეობს ასეთ პროექტში - ერთგვარად სატესტო რეჟიმში ვართ და ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდებით, როგორ განვითარდება ყველაფერი.

ასეთი საგანმანათლებლო პროექტები, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და მათი განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი izrune.ge-ს „გაიცანი საქართველო“, რომელიც ბავშვებს ეხმარება, უკეთ შეიმეცნონ მშობლიური მხარე, მეტი და მეტი შეიტყონ ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ...
დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა ჩვენს ბავშვებს ძალიან გამოადგებათ. მაგალითად, ყველამ იცის, რომ ბორჯომი ტურისტული ქალაქია, თუმცა გარდა სამკურნალო დანიშნულებისა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ აქ ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლია და თუ ადგილობრივი მოზარდები მეტს შეიტყობენ აქაურობის შესახებ, ვფიქრობ, ღირსეულ გიდობასაც გაუწევენ სტუმრებს.

გარდა ამისა, საზაფხულო ტესტი ჩვენი მხარის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელს, მით უმეტეს, ახლა, პანდემიიდან გამომდინარე, მოსწავლეები ცოტა მოდუნებულები არიან და მსგავსი აქტივობები, ვფიქრობ, გამოაცოცხლებს მათ.

პირადად გავეცანი კითხვებსაც - ვფიქრობ, ისინი საკმაოდ კარგადაა შერჩეული და სწორედ მათი საშუალებით შეიტყობს ყველა, რომ გარდა იმისა, რომ ბორჯომი ქვეყნის ფილტვებია, ჩვენ მხარეს დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ამისთვის მადლობა izrune.ge-ს რომელიც ყოველთვის ზრუნავს ჩვენს მოსწავლეებსა და მათი განათლების ხარისხზე“.

Izrune.ge-ს გენერალური მენეჯერი, თინათინ ტყეშელაშვილი: 

„პირველი წელია, როდესაც მოსწავლეებს და მათ ოჯახებს შევთავაზეთ საზაფხულო ტესტები. ტესტების თემატიკის საკითხს როდესაც განვიხილავდით, გავითვალისწინეთ არსებული მდგომარეობა, პერიოდი, სეგმენტი და ყველაფერი ამის შემდეგ შევიმუშავეთ პროექტი მზრუნველი ოჯახებისთვის - „გაიცანი საქართველო“. 

პროექტი საშუალებას იძლევა საქართველოს თითოეულ კუთხეში ვირტუალურად იმოგზაურონ მოსწავლეებმა ოჯახებთან ერთად, მეტი ინფორმაცია მიიღონ ჩვენს სამშობლოზე და გამოსცადონ თავიანთი ცოდნა, ამასთან ოჯახს აქვს საშუალება უწყვეტად იზრუნოს შვილის განათლების მოტივაციაზე ჩვენთან - izrune.ge-სთან ერთად. 

მოხარულები ვართ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი ნოვატორულად ჩაერთო პროექტში და საინტერესო კუთხით წარმოაჩენს ფაქტებს, ისტორიას და ცნობილი ადამიანებს. 

ჩემთვის სასიამოვნო და საამაყოა ბორჯომის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა.

პროფესიონალიზმი და მონდომება მათი მხრიდან ჩართული გუნდის თითოეულ წევრს გამოარჩევს და მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ნაყოფიერი და კრეატიული თანამოაზრეობისათვის.“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება