სიახლეები
ეტალონი

ბორჯომის მერიამ 89 წარჩინებულ სტუდენტზე ფულადი ჯილდო გასცა
10-08-2021
-
+


ბუბა თედიაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტია.ის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარჩინებული სტუდენტების წახალისების პროგრამით ისარგებლა.პროგრამა წარჩინებული სტუდენტებისთვის სემესტრში 1000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდოს გადაცემას გულისხმობს.

„წარჩინებული სტუდენტების წახალისების პროგრამის  შესახებ ინფორმაცია  სოციალური ქსელის საშუალებით მივიღე.პოსტი, რომ წავიკითხე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში,გაწერილი იყო სხვადასხვა კრიტერიუმები,რაც სტუდენტს ჯილდოს მისაღებად უნდა დაეკმაყოფილებინა.ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო,რომ მიმდინარე სემესტრში ყველ საგანში უმაღლესი შეფასება უნდა გქონოდა. რომ გადავხედე ჩემს ქულებს, ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი და გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა ამ პროგრამაში“, - აღნიშნა ბუბა თედიაშვილმა.

მან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სტუდენტთა წახალისების პროგრამით ორივე სემესტრში ისარგებლა და ჯამში ფულადი ჯილდო 2 000 ლარის ოდენობით მიიღო. წარჩინებულმა სტუდენტმა მერიის ჯილდო სწავლის საფასურის გადასახდელად გამოიყენა, რაც, მისი განცხადებით, ოჯახისთვის დიდი მხარდაჭერა იყო.

„მადლობას ვუხდი ბორჯომის მუნიციპალიტეტს,რომ ასეთი კარგი პროექტი შემოგვთავაზა. ეს თანხა სწავლის საფასურის გადახდაში დამეხმარა. პანდემიის პირობებში სტუდენტებს ფინანსური დახმარება ძალიან სჭირდებათ, ვფიქრობ,რომ ეს პროექტი ყველა სტუდენტს დაეხმარება და უდიდეს მოტივაციას მისცემს“, - აცხადებს ბუბა თედიაშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუდენტთა წახალისების ახალი პროგრამა 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ამ დრომდე პროგრამით 89-მა სტუდენტმა ისარგებლა.

პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებზე ვრცელდება. ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
  • არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
  • სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 –100 ქულა (A კატეგორია–ფრიადი);
  • აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

ჯილდოს მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; (ნიშნების ფურცელი)
  • საბანკორეკვიზიტები.
ბორჯომის მერია სამომავლოდ  სტუდენტთა წახალისების პროგრამის ბენეფიციართა წრის გაფართოებას გეგმავს, პროგრამას დაემატება კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება