გამოცდა პირველ სექტემბერს ჩატარდება - სად და რომელ საათზე უნდა გამოცხადდნენ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები
11-08-2021
დაკოპირებულია
-
+
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც რეგისტრაცია 6 აგვისტოს ჩათვლით გაიარეს, ტესტირება პირველ სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
სტუდენტები საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ე.მინდელის ქუჩა N9) რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირბადე, სურვილის შემთხვევაში წყალი პლასტმასის ბოთლით. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით.
გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. მისი წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია.