მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლექტორი და მასწავლებელი დავით ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პედაგოგებს მიმართავს. ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი და ამავე სკოლის პედაგოგი ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალს ვაქცინაციაში, პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვაში ხედავს.
„მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს (და არა მარტო კოლეგებს)...
დაახლოებით 1 თვეში სწავლა დაიწყება. კოვიდვითარება თუ არ შეიცვლება, მაშინ გაკვეთილზე რომ შეხვალთ და 45 წუთში გამოხვალთ, საქართველოში 2 ადამიანი გარდაცვლილი იქნება კოვიდით. დღეში თუ 5 გაკვეთილი გაქვთ, მაშინ თქვენი სამუშო დღის დასრულებისთვის 10 ადამიანი იქნება გარდაცვლილი. ხოლო სამუშაო კვირის ბოლოსთვის 50!
დღესდღეობით ამ საშინელი სტატისტიკის შემცირების ყველაზე ეფექტიანი გზა ვაქცინაცია, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვაა...
თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია გადავარჩინოთ არაერთი სიცოცხლე, ახლაა საჭირო სადღეგრძელოებში წარმოთქმული ლამაზი სურვილების ასრულება...
არავინ გვთხოვს ავტომატის ხელში აღებას და ომის წინა ხაზზე წასვლას...
ძალიან მარტივია: ატარე პირბადე, მოერიდე ხალხმრავლობას და გაიკეთე აცრა... სულ ეს არის...
ამით გვერდში მდგომსაც მაგალითს მისცემ და ქართველ ხალხსაც გადაარჩენ“ - წერს დავით ლიპარტელიანი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც