სიახლეები
ინტერვიუ

„სკოლას ვუყურებ, როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის თვალიდან“- მაკა გიორგაძე, თბილისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი
11-08-2021
-
+


თბილისი N14 საჯარო სკოლის დირექტორმა, მაკა გიორგაძემ etaloni.ge-სთან ახალი სასწავლო წლის მოლოდინებსა და განათლების სისტემაში არსებულ რეფორმებზე ისაუბრა. ასევე ინტერვიუში წაიკითხავთ თუ, როგორ დაძლია N14 საჯარო სკოლამ გასული სასწავლო წლის გამოწვევები და ონლაინ სწავლების დროს არსებული სირთულეები. 

მაკა გიორგაძე: ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მგონია, სწავლა დისტანციურად დაიწყება. გასული სასწავლო წლის გამოცდილება დაგვეხმარება იმაში, რომ სასწავლო პროცესი კარგად წავმართოთ. თავიდან, როცა დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, იყო რიგი პრობლემები - მასწავლებლებს უწევდათ კომპიუტერთან მუშაობა და არატრადიცული გაკვეთილების ჩატარება, რისი გამოცდილება აქამდე არ ჰქონდათ. ახალი სასწავლო წლიდან დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს გაცილებით უკეთ გავართმევთ თავს. მიუხედავად რთული სასწავლო წლისა, წელს სამი ოქროს მედალოსანი გვყავდა და სამომავლოდ გაცილებით მეტის მოლოდინი გვაქვს.

- რა სირთულეს გადააწყდით ონლაინ სწავლებისას?

- ვაღიარებ, თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რადგან პედაგოგების ნაწილმა არ იცოდა კომპიუტერთან მუშაობა, მაგრამ ამ პროცესში კათედრები იყვნენ ჩართულები და თავად კოლეგები დაეხმარნენ ერთმანეთს. გაიზარდა მშობლების ჩართულობაც, რამაც უფრო გაამარტივა ონლაინ სწავლება. ჩემი პედაგოგები, რომ არ ყოფილიყვნენ მონდომებულები, მოტივირებულები და პროფესიონალები, ალბათ ვერ გავართმევდით თავს აღნიშნულ მდგომარეობას და არასახარბიელო შედეგი გვექნებოდა. თითოეული მასწავლებელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა - გაკვეთილების შემდეგ, საკუთარი სურვილით, რჩებოდნენ სკოლაში და IT მენეჯერის დახმარებით სწავლობდნენ, რაც არ იცოდნენ.  ჩვენს სკოლაში ბევრი სოციალურად დაუცველი მოსწავლეა და ბავშვებს, რომლებსაც ტექნიკის პრობლემა ჰქონდათ, კომპიუტერები დროებით გადავეცით. ახალ სასწავლო წელს კი, გაცილებით მომზადებულები ვხვდებით.

- „მესამე თაობის ეროვნული გეგმის“ დანერგვის პროცესში ჩართულია თქვენი სკოლა?

- სამწუხაროდ, სკოლა არ არის ჩართული, მაგრამ ჩვენი პედაგოგები, როგორც მოხალისეები ისე ესწრებოდნენ ტრენინგებს და საკმაოდ მონდომებულები იყვნენ. სხვა სკოლის დირექტორებისგან ვიცი, რომ ძალიან კარგი პროექტია და ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. იმედია, მომავალი სასწავლო წლიდან ჩავერთვებით.

- ანუ, მასწავლებლები დაინტერესებულები არიან ამ მოდელით?

- დიახ, საკმაოდ დიდი ინტერესს იჩენენ და ზოგადად, ჩემს მასწავლებლებს სიახლეების მიმართ მზაობა ყოველთვის აქვთ. როგორც პროექტში არა ჩართული სკოლის პედაგოგები, ისე ესწრებოდნენ ტრენინგებს, რაც უნდა ვაღიაროთ, რომ იშვიათია. ზოგს გულიც კი დასწყდა, რომ წელს ვერ მოხერხდა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართვა.

- ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლა რამდენად გაუჭირდათ მასწავლებლებს?

- ჩვენ ორივე ჟურნალით ვსარგებლობდით, როგორც ელექტრონულით, ასევე - მატერიალურით. მასწავლებლებს შარშან უფრო უჭირდათ ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობა, რადგან გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა. სიახლე იყო ეს ყველაფერი და ბუნებრივია, გარკვეულ სირთულესაც ქმნიდა.

- რამდენად გაქვთ სკოლაში საკმარისი ტექნიკა, რომ მასწავლებლებმა შეუფერხებლად იმუშაონ ელექტრონულ ჟურნალზე?

- ჩვენ გვაქვს ამის ფუფუნება. სკოლაში რამოდენიმე კაბინეტია კომპიუტერებისთვის გამოყოფილი, ასევე ბიბლიოთეკაში, საინფორმაციო და სამეურვეო ოთახშიც არის ტექნიკის გარკვეული რაოდენობა. შესაბამისად, მასწავლებლებს შეუძლიათ ისე იმუშაონ, რომ არ შეფერხდნენ და არც ერთმანეთს შეუშალონ ხელი.

- მასწავლებლების გამოცდაზე იყვნენ თქვენი სკოლის პედაგოგები გასულები?

- ჩვენთან აბსოლუტურად ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია - ხუთი წამყვანი, დანარჩენი უფროსი. ბევრს აქვს სურვილი სტატუსის ამაღლების. მეც მაქსიმალურად ვმუშაობ მათ მოტივაციაზე და მათთან ერთად მიხარია თითოეული წარმატება.

- სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა წელს არ მიეცათ და ამ ფაქტს, როგორ შეხვდნენ?

- დასწყდათ გული. კარგი იქნებოდა, რომ ჩატარებულიყო. პირადად მეც ვაპირებდი გამოცდაზე გასვლას, უფროსი მასწავლებელი ვარ, მაგრამ ვერ შევძელი.

- თუმცა, პრაქტიკოს მასწავლებლებს კიდევ ერთი შანსი მისცეს. ამ საკითხთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- ვიცნობ ბევრ ისეთ პედაგოგს, რომელიც ნამდვილად პროფესიონალია თავის საქმეში, მაგრამ გამოცდაზე სათანადო ქულებს ვერ აგროვებს. მათი სკოლიდან გაშვება არ მგონია სწორი იყოს, რადგან ბევრი მართლა კარგი პედაგოგია. ის, რომ გამოცდას ვერ აბარებენ ეჭვქვეშ არ აყენებს  მათ პროფესიონალიზმს. გამოცდაზე ფსიქო-ემოციური ფონი აქვთ, ღელავენ და ალბათ, ამიტომ ხდება ასე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ როცა პრაქტიკოსებს ამდენი შანსი აქვთ, სხვა სტატუსის პედაგოგებს გული სწყდებათ ხოლმე.

- თავად თუ ისურვებდით სკოლაში მასწავლებელს, რომელიც რამოდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ აბარებს გამოცდას?

- თუ, ის პროფესიონალი იქნებოდა თავისი საქმის, ვისურვებდი და შევეცდებოდი, ყველანაირად დავხმარებოდი სტატუსის ამაღლებაში. ყველა უნდა გაიზარდოს პროფესიულად და წინ წავიდეს. ამიტომ, მსგავსი ფაქტის წინაშე, რომ ვიყო მისი სკოლიდან გაშვება ნამდვილად გამიჭირდებოდა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მის პროფესიონალიზმში ვიქნებოდი დარწმუნებული.

- გარდა დირექტორის საქმიანობისა, საგაკვეთილო საათებიც გაქვთ?

- დიახ, დაწყებით კლასს ვასწავლი. დირექტორს 10 საგაკვეთილო საათის აღების უფლება აქვს და მეც ვიყენებ ამ უფლებას. მინდა გითხრათ, რომ სიამოვნებით შევდივარ გაკვეთილებზე.

- რაში ეხმარება დირექტორს საგაკვეთილო საათების აღება?

- ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დირექტორი იყოს პედაგოგი, რადგან საკლასო ოთახში რეალურად ხვდები რა პრობლემებთან გაქვს საქმე და სკოლას უყურებ, როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის თვალიდან.

- როგორ ფიქრობთ, როგორი დირექტორი ჰყავს N14 საჯარო სკოლას?

- უპირველეს ყოვლისა, ბენდიერი ვარ, რომ ჩემს ყველა მასწავლებელს სკოლაში მოსვლა უხარია. ალბათ, უფრო ჰუმანური და მეგობრული დირექტორი ვარ, როგორც  ბავშვებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. ვცდილობთ ერთი ოჯახი, გუნდი ვიყოთ და ასეც არის. ტრადიციული სკოლაა და ამიტომაც არის, რომ ჩვენთან განათლების მისაღებად მოჰყავთ შვილები და შვილიშვილები. რომ არა ის ოჯახური გარემო, რომელიც ჩვენთან ხვდება ბავშვს, ასე არ იქნებოდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება