სიახლეები
ინტერვიუ

„მასწავლებლების მეგობრული დამოკიდებულებით იმაზე კარგ შედეგს მივაღწიეთ, ვიდრე ჩაფიქრებული გვქონდა“- თბილისის N143 საჯარო სკოლის დირექტორი
12-08-2021
-
+


თბილისის N143 საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ ჭარბაძე ვიდრე სკოლის მართვის სადავეებს აიღებდა ხელში, მანამდე პედაგოგობის დიდი გზა განვლო. მან etaloni.ge- სთან ახალი სასწავლო წლის მოლოდინებზე, რეფორმებზე, ონლაინ სწავლებაზე და სხვა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

თამარ ჭარბაძე: ვფიქრობ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მომავალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყება. სკოლას ამისთვის აბსოლუტური მზაობა აქვს - მთელი წლის სასწავლო გეგმა გაწერილია. ჩვენ 2019 წლის გაზაფხულიდან ჩავერთეთ დისტანციური სწავლების მოდელზე და ოთხივე პლატფორმა შევისწავლეთ, სწორედ ამიტომ, გასული სასწავლო წელი შედარებით მარტივად გავიარეთ. თავდაპირველად იყო სირთულეები, ყველა ბავშვს არ ჰქონდა შესაძლებლობა ონლაინ სწავლებაში ჩართვის ტექნიკის გამო. გასულ წელს ასეთ 17 ბავშვი გვყავდა და მათთვის მოვიძიეთ ახალი კომპიუტერები, რომლებიც დროებით გადავეცით.

- სკოლის რესურსით შეძელით კომპიუტერების მოძიება?

- არა, ჯერ ორგანიზაცია მოვიძიეთ და მან გადმოგვცა საჩუქრად კომპიუტერები. ამ ორგანიზაციამ წელს კიდევ 6 ლეპტოპი დაგვიმატა. რაც შეეხება მომავალ სასწავლო წელს, მთავარ გამოწვევად ისევ შერეული სწავლება რჩება - მშობელი ირჩევს დისტანციურად დაესწროს ბავშვი სასწავლო პროცესს, თუ პირისპირ. მას აქვს შესაძლებლობა ყოველ ოთხშაბათს შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და მოსწავლეები ხან დისტანციურად ერთვებიან, ხან - ონლაინ. პრობლემა ის არის, ამ ბავშვებს რამდენიმეჯერ ეცვლებათ მასწავლებელი, რაც არც თუ ისე კარგად აისახება მათ საბოლოო შედეგზე . ამ მიზეზით, გასულ წელს, მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა ჩამორჩა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას. ის ბავშვი, რომელიც სულ დადიოდა სკოლაში ან მხოლოდ დისტანციურად ესწრებოდა გაკვეთილებს, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი დაკლებია.

ჩვენ ასევე მოვიძიეთ ორგანიზაცია და მასწავლებლებმა დამატებით გაიარეს ტრენინგები ტექნოლოგიების მიმართულებით. ამიტომ ახალ სასწავლო წელს არც იმ თვალსაზრისით გვექნება პრობლემა, რომ ინფორმაცია მოსწავლემდე ვერ მივიტანოთ და მათგან უკუკავშირი ვერ მივიღოთ.

- ქალბატონო თამარ, იმ მოსწავლეებისთვის გეგმავთ დამატებითი საათების ჩატარებას, რომლებიც ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას?

- რა თქმა უნდა, იგეგმება. მოსწავლეთა დაახლოებით 6 პროცენტი ჩამორჩა პროგრამას და ახალი სასწავლო წლიდან მათთან დამატებით დავიწყებთ მუშაობას. თავად მათემატიკოსი ვარ და კარგად ვიცი, როგორ უჭირთ ბავშვებს ერთი საკითხის გამორჩენის შემდეგ სწავლის გაგრძელება. დამატებითი ჯგუფების შექმნას ვფიქრობთ, მშობლებთან შეთანხმების საფუძველზე.

- როგორ ვიცით, „მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმის“ დანერგვის პროცესში ხართ ჩართული. ის, რასაც ეს მოდელი მოითხოვს, აღემატება თუ არა მასწავლებლების შესაძლებლობებს?

- თავიდან, როცა ჩავერთეთ „ახალი სკოლის მოდელში“, მაშინ ინერგებოდა ეს ყველაფერი. ყველამ იცის, რომ ეს ქართული მოდელია და არა უცხოურიდან ნათარგმნი,  ამიტომ განიცდის პერიოდულად მოდიფიცირებას. არ დავმალავ და პირველად, მეც გაურკვევლობის განცდა მქონდა ამ პროექტის მიმართ. ვისმენდი ტრენინგებს, მაგრამ ვფიქრობდი, პედაგოგისთვის რამდენად დაძლევადი იქნებოდა, რადგან ამ მოდელზე მუშაობას მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება. ახლაც მიმაჩნია, რომ კომპლექსური დავალებების შექმნა პედაგოგების მხრიდან ზედმიწევნით მაღალ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. დღესთვის კომპლექსური დავალებების „დიდი ბანკი“ გაქვს და თამამად შემიძლია ვთქვა, ეს ყოველივე შექმნეს საქართველოს წარმატებულმა მასწავლებლებმა. იმ პედაგოგებს, რომელთა კვალიფიკაციაც შედარებით ნაკლებია, უკვე ყველაფერი გამზადებული აქვთ - შეუძლიათ კოლეგას სთხოვონ კონკრეტული დავალება და ერთად გაუკეთონ მოდიფიცირება. ყველაზე კარგი ისაა, რომ „ახალი სკოლის მოდელმა“ რეალურად აამუშავა კათედრები, რაც ამ დონეზე არასოდეს ყოფილა.

- მასწავლებლების, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ რეფორმასთან დაკავშირებით, ქალბატონო თამარ?

- თავიდან დიდი სირთულეები გვქონდა, იყო პროტესტიც. მასწავლებლები ამბობდნენ: მე გავაკეთებ ამ ამოცანას, მაგრამ ყველა ბავშვი დაძლევს?! მერე ისე დავალაგეთ და ავაწყვეთ თითოეული კომპლექსური დავალება, რომ მოსწავლეების დიდი პროცენტისთვის არ წარმოადგენდა სირთულეს, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ - 100 პროცენტისთვის მაინც არ არის დაძლევადი. ეს ისეთი პროცესია, რომ მუდმივ განახლებას მოითხოვს, შესაბამისად, პედაგოგებს ბევრი მუშაობა უწევთ. რაც შეეხება ამ მხრივ დისტანციურად სწავლებას, ონლაინ კომპლექსური დავალებებით სწავლა არ გამოდის.

- როგორ ფიქრობთ, ტრადიციული მეთოდით სწავლება უფრო ნაყოფიერია ბავშვისთვის, თუ „მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით“?

- „ახალი სკოლის მოდელით“ ჩატარებული გაკვეთილზე დასწრება ერთი დიდი სიამოვნებაა. მოსწავლე სახლიდან მომზადებული, რომ არ მოვიდეს გაკვეთილზე და საშინაო დავალებაც არ ჰქონდეს გაკეთებული, ამ მოდელით ჩატარებული გაკვეთილი იმდენად საინტერესოა, აუცილებად ჩაერთვება მასში. ყველაზე მთავარი რაც არის, აუცილებად წაიღებს ცოდნას, თან ისე, რომ მომდევნო გაკვეთილზე დასწრების სურვილი გაუჩნდება. ამ მოდელით მარტივად, პატარ-პატარა პორციებით აწვდი მოსწავლეს ინფორმაციას, რომელსაც მარტივად ითვისებს მოსწავლე და სწავლის მოტივაციასაც უმაღლებს. თუმცა კიდევ აღვნიშნავს, რომ ეს მასწავლებლის მხრიდან დიდ ცოდნას და შრომას მოითხოვს.

- რამდენად მნიშვნელოვანია ტრენინგები და გადამზადება მასწავლებლებისთვის?

- რაც დრო გადის უფრო მეტად იგრძნობა ტრენინგების შედეგები. იმ მასწავლებელმაც კი, რომელიც ჩართული იყო, თუმცა აქტიურობა ეზარებოდა, ან უბრალოდ არ შეეძლო, გააუმჯობესა გაკვეთილი - მოდიფიცირება გაუკეთა და საინტერესოდ წარმართავს საგაკვეთილო პროცესს. წინარე სქემა, რომელიც მასწავლებლების კრედიტებზე იყო ორიენტირებული, ამანაც ძალიან კარგად იმუშავა. თავიდან მეც ვაპროტესტებდი, როგორც რიგითი მასწავლებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგ შედეგზე გავედით - კვალიფიკაცია აიმაღლა თითოეულმა პედაგოგმა. წელს, რომ შევაჯამეთ შედეგები ხარისხის მართვის ჯგუფთან ერთად, აღმოვაჩინე სასიხარულო რამ, მალე ჩვენი რამდენიმე მასწავლებელი წამყვანი გახდება.

- კათედრის მუშაობა ახსენეთ და სასკოლო კულტურაზე, როგორ აისახა ეს რეფორმა?

- სასკოლო კულტურაზე ძალიან დადებითად იმოქმედა. ადრე თუ კონკრეტული მასწავლებელი რაღაც კარგს გააკეთებდა, თითქოს „ჩქმალავდა“ ამ ამბავს. ახლა პირიქითაა, მაშინვე აღნიშნავენ და ერთმანეთს უხსნიან, რა, როგორ გააკეთეს. „ახალი სკოლის მოდელმა“ დაამეგობრა კოლექტივი და ერთ მთლიანობად აქცია. მასწავლებლების მეგობრული დამოკიდებულებით იმაზე კარგ შედეგს მივაღწიეთ, ვიდრე ჩაფიქრებული გვქონდა.

- სოცმუშაკების სკოლაში ყოფნას აუცილებლობას რამდენად ხედავთ?

- ჩვენ დღემდე არ დაგვჭირვებია სოცმუშაკის ჩართვა, რადგან სკოლაში მუშაობს ორგანიზაცია, რომელიც მაქსიმალურად ეხმარება ბავშვებს და ოჯახებს. მათი ინიციატივით შეჭირვებულ ოჯახებს სამჯერ გადავეცით 160 ლარიანი სასურსათო პაკეტი. პირველად 150 ოჯახს დავეხმარეთ, მეორედ - 100 და მესამედ - 120-მდე. ასევე, სამ უმწეო მშობელს შევასწავლეთ პროფესია, რომ საკუთარი შემოსავალი ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში 1300-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, ყველას მდგომარეობის შესახებ ვიცით, ყურადღებით ვართ და არ მივდივართ იქამდე, რომ სოცმუშაკის ჩართვა გახდეს აუცილებელი.

- და, რა იყო დირექტორობამდე, ქალბატონო თამარ?

- 21 წლიდან ვასწავლი მათემატიკას. თავიდან N6 გერმანულ სკოლაში ვიყავი მასწავლებელი, რომელიც საკმაოდ ცნობილი იყო ქალაქში. მერე სამი წლით დავტოვე სკოლა და ერთ-ერთი ორგანიზაციის ფინანსური დირექტორი გავხდი. როცა სკოლებში პირველად შეიტანეს კომპიუტერები არ ჰყავდათ სპეციალისტები და ჩემი შვილის სკოლამ მთხოვა დახმარება. მეც სამსახურის მერე ბავშვებს და მასწავლებლებს ვასწავლიდი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და შემდეგ,  საინფორმაციო მენეჯერის პოზიციაზე დავიწყე სკოლაში მუშაობა. სულ ხუთი ადამიანი ვიყავით ამ სისტემაში და გაგვიშვეს ესტონეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 2016 წელს საქართველოს მასშტაბით სკოლების კომპიუტერიზაცია მოხდა და მივხვდი, ახალი სკოლა იქმნებოდა. მაშინ ვიფიქრე, ხომ არ მეცადა დირექტორობა. პირველი ლოტოტრონით N183 საჯარო სკოლაში მოხვდი, სადაც 4 წელი დავყავი, როგორც დირექტორმა, მერე „ნაციონალებმა“ მომხსნეს და მხოლოდ, მათემატიკის მასწავლებლად დავრჩი - ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო 3 წელი, რადგან მათემატიკა ჩემთვის ყველაფერი გახდა. მერე ისევ მომეცა შესაძლებლობა დირექტორების კონკურსში მიმეღო მონაწილეობა და ასე გავხდი N143 საჯარო სკოლის დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება