სიახლეები
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთასლარიანი შეღავათით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლის 70 წარჩინებული მოსწავლე ისარგებლებს
19-01-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, ოთხი წლის განმავლობაში ხუთასლარიანი შეღავათით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნებისმიერი საჯარო სკოლის სამოცდაათი წარჩინებული მოსწავლე ისარგებლებს. მათგან ოცდაათს მიღებული გრანტის სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე გამოყენების საშუალება ექნება.

ხუთასლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს ასევე ის ოცდაათი მოსწავლე, რომელიც განათლების მიღებას უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაწყვეტს.

გარდა ამისა, ფინანსური შეღავათის გამოყენების საშუალება მიეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით ათ მოსწავლეს, რომელიც სწავლას  ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე განაგრძობს.

ინიციატივა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ადგილობრივი რესურსცენტრების ხელმძღვანელებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, გააცნო.

შეხვედრისას ვახტანგ წივწივაძემ ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრეებს სასწავლო გრანტის დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად გადასცა.

სასწავლო გრანტის მფლობელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესურსცენტრები კონკურსის წესით გამოავლენენ.

შეხვედრისას უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის მიღწევებზე, პრიორიტეტებსა და მიზნებზე ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ ისაუბრა. მიმდინარე პროექტებსა და სამუშაო პროცესში სტუდენტების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთასლარიანი ვაუჩერით სარგებლობის შესაძლებლობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, ბორჯომისა და ყვარლის წარჩინებულ მოსწავლეებსაც აქვთ. მომავალში სასწავლო გრანტი ხელმისაწვდომი სხვა რეგიონების მოსწავლეებისთვისაც გახდება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება