მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N37 საჯარო სკოლას სტამბულის შოთა რუსთაველის კულტურისა და ისრაელის საქველმოქმედო ფონდ „გულთა კავშირის“ სრულუფლებიანი წევრი - მერი დიასამიძე ესტუმრა. ქალბატონმა მაიამ სკოლის კურსდამთავრებული შალვა კამლაძის მიერ ინიცირებული პროექტი - „ლექსი კედელზე“ დააფინანსა.
სკოლის დირექტორმა ნანა კენჭოშვილმა მერი დიასამიძე ქართული ენის პოპულარიზაციისთვის, გულისხმიერებისა და გვერდით დგომისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
„ქუთაისის N37 საჯარო სკოლას ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ კვიცარიძის ინიციატივით ესტუმრა თურქეთის ქალაქ სტამბულიდან ბეიკოზი-ბათუმის ქართული კულტურის საზოგადოების წევრი, ბეიკოზის დედაენის საკვირაო კურსების მასწავლებელი, ფონდ დიასპორა ალიანსი საქართველოსთვის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთის რესპუბლიკაში, საპატიო ქედელი, ქველმოქმედი, სტამბულის შოთა რუსთაველის კულტურის და ისრაელის საქველმოქმედო ფონდ „გულთა კავშირის“ სრულუფლებიანი წევრი - მერი დიასამიძე, რომელმაც ჩვენს სკოლაში დააფინანსა, ჩვენივე სკოლის კურსდამთავრებული შალვა კამლაძის მიერ ინიცირებული პროექტი „ლექსი კედელზე“. კერძოდ, დიდი პოეტის - ზურაბ გორგილაძის ლექსი „ჩაუმქრალი სანთლები“.
მათ სკოლაში მოინახულეს ზურაბ გორგილაძის სახელობის ბიბლიოთეკა. შეხვედრას ესწრებიდნენ აკადემიკოსი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ქუთაისის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულუს ხელმძღვანელი ბატონი გიგა ციბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები კეთილდღეობისა და სამართლიანიბისათვის“ თავჯდომარე ქალბატონი ირმა პეტრიაშვილი და ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრი მადონა ხუსკივაძე, 37-ე სკოლის დირექტორი ქალბატონი ნანა კენჭოშვილი, პედაგოგები, მოსწავლეები, 31-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქალბატონი ქეთევან სვინტრაძე და ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრები მოსახლეობა. ბატონი მერაბის მიერ ქალბატონი მერი არჩეული იქნა ისრაელის საქველმოქმედო ფონდ „გულთა კავშირის“ წევრად და გადაეცა შესაბამისი მოწმობა. დასახული იქნა მომდევნო საქმიანობის ახალი პერსპექტივები“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს