მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მსოფლიოში დიდი ურწმუნოებაა და ამიტომაც უფალმა ამდენი განსაცდელი მოგვივლინა“ - ასე დაიწყო Etaloni.ge-სთან ინტერვიუ დეკანოზმა, იოანემ (რევიშვილი), რომელმაც გოგნის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობის საკითხზე ისაუბრა; ისიც აღნიშნა, რომ რამდენიმე დეტალი აკლია დასრულებას და უფალი შეაძლებინებს, ეს დიდი საქმე ბოლომდე მიიყვანონ. სხვათა შორის, გოგნის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი არაერთი ხილული სასწაულის მომსწრეა და მომლოცველებსაც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ იქ მიბრძანება; ამიტომაც ჰქვია კარუგდებელი და, როგორც მამა იოანე აღნიშნავს, ძალიან მალე, გოგნის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი სრული დიდებულებით „წარსდგება“ მრევლის წინაშე.
- როგორ ხართ, მამაო? როგორ უძლებთ, მრევლთან ერთად, პანდემიას?
- მადლობა უფალს, კარგად ვართ, ვუძლებთ, ღმერთის წყალობით... თუმცა ვაქცინაზე, ადამიანს, ღვთის წინაშე ვერც მოვუწოდებთ და ვერც ავუკრძალავთ. საზოგადოება გაორებულია და მე პირადად, არ მინდა, რომ განსაცდელში ჩავაგდო, უკიდურესი მდგომარეობაა, ინტერნეტში ურთიეთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება და ადამიანებს დასკვნების გამოტანა უჭირთ; ამას ემატება კატაკლიზმები... საიდან ამხელა ხანძრები, წყალდიდობები... დიდი განსაცდელის წინაშე დგას მსოფლიო - დიდი ურწმუნოებაა... არადა, სხვისი გარდაცვალება ჩვენი გარდაცვალების მომასწავებელი უნდა იყოს და უნდა გამოვფხიზლდეთ... პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეუბნები ამას! თითოეულმა საკუთარ თავზე უნდა ვისაუბროთ, თორემ ხალხის სახელით ადვილია საუბარი.
ესაა განსაცდელი, რომელიც ყველამ უნდა ვიტვირთოთ და ისიც უნდა ვიცოდეთ, რა თემები წამოვწიოთ წინ - მადლობელი ვარ „ეტალონის“, გოჩა ტყეშელაშვილის თამადობით, ჩართულები რომ ხართ დიდ საქმეში, ცდილობთ ბავშვები მოაბრუნოთ სწავლისკენ. ერთმანეთის სიყვარულსა და სხარტ აზროვნებაში უნდა შევეჯიბროთ და ამისთვის უღრმესი მადლობა „ეტალონს“.
- დიდი განსცადელის წინაშე ვართო, თქვით და ასეთ დროს მნიშვნელოვანი როლი აქვს სულიერ მოძღვარს...
- უდავოდ, ასეა, მაგრამ პანდემიის გამო, ზოგი დადის ეკლესიაში, ზოგი - ვერ ახერხებს; უჭირთ სასულიერო პირებსაც, განსაკუთრებით - სოფლად, ისევე, როგორც მოსახლეობას... არადა, ასე არ უნდა ხდებოდეს, რადგან ჩვენ მრევლის სულიერ საზრდოზე უნდა ვფიქრობდეთ. მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდებათ მოძღვრებს - მრევლი და ქადაგება უნდა იყოს პირველ რიგში და ყველა მოძღვარს გააჩნდეს ხელშეწყობა, საქმე აკეთოს. კარგი არაა, ჩვენს საქმეს პირნათლად რომ ვერ ვასრულებთ და ვერ ვიხარჯებით ხალხისა თუ ქვეყნის სიყვარულში ისე, როგორც გვსურს. არაფერი უნდა გამოგვრჩეს, რადგან ერთ წუთსაც ადამიანის სიცოცხლისთვის ხანდახან უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ასეთ დროს ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.
- ერთ რთულ თემას შევეხები - სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ბავშვებში იმატა სუიციდის მცდელობამ... რას გვირჩევთ საზოგადოებას, რომ ასეთი ფაქტები თავიდან ავიცილოთ?
- ეს განსაცდელი, ძირითადად, მოდის, როცა მშობლები არიან გაცილებულები, თუნდაც გაჭირვებიდან გამომდინარე, დედა ან მამა ემიგრაციაშია. იცით, მეც მიჩხუბია ბავშვობაში თანატოლებთან და სახლში ძალიან გაბრაზებული მივსულვარ, მაგრამ დედას გამოუკითხავს, უთქვამს - არ მომწონხარო, მეორე დღეს სახლიდან არ გაუშვივარ და ამასობაში გაბრაზებასაც გაუვლია. დედა ხომ შენს გულისტკივილს, შენს განსაცდელს კითხულობს... როდესაც მშობლები შორდებიან, ბავშვებს აკლდებათ სიყვარული, ირღვევა ოჯახი, ბავშვის ფსიქოლოგია...სადაც ნახავს ნავსაყუდელს, იქით მიდის და ეშმაკსაც მეტი რა უნდა?!
ესაა სახელმწიფოს, ქვეყნის, ერის, კუთხის, თითოეული ჩვენგანის პრობლემა!
- ბავშვობა ახსენეთ... როგორი ბავშვი იყავით და ზოგადად, რატომ გადაწყვიტეთ ღვთის სამსახურში ჩადგომა?
- მამა ხელოსანი იყო, დედა - დიასახლისი, ბაბუა - პედაგოგი და მეც მიყვარდა სწავლა, თუმცა მე-4 თუ მე-5 კლასში ვიყავი, აფხაზეთი რომ დაეცა და მას შემდეგ გადავწყვიტე, გამოვსულიყავი სამხედრო მოსამსახურე და საკუთრი წვლილი შემეტანა ქვეყნის გაერთიანების საქმეში. მინდოდა გენერლობა, ჩავაბარე კადეტთა კორპუსში, თუმცა სამხედრო აკადემიაში ჩაბარებისას, დიდი წინააღმდეგობა შემხვდა და მოძღვარი დამეხმარა ამ მიზნის მიღწევაში. ამიტომ პირობა დავდე, რომ ჯვრის მონასტერში ფეხშიშველი ავიდოდი, ორი კვირით ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოებში ჩავერთვებოდი და საკლავსაც შევწირავდი... შემდეგ მქონდა გამოცხადება, ბრძოლები... და იქიდან მოყოლებული ღვთის სამსახურში ვარ.
- მძიმეა თქვენი ჯვარი, მამაო?
- ყველა ადამიანის ჯვარი ძალიან მძიმეა, თუ პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს... მეც ღმერთი მაძლებინებს, სხვაგვარად მის ზიდვას ვერ შევძლებდი. როდესაც საქმეს სიყვარულით ემსახურები, უფალი ჯვარს გიმსუბუქებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა