მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ დაფა განათავსეს. დაფაზე ის სიგელებია გამოკრული, რომლებიც მოსწავლეებმა და სკოლის დირექტორმა „ეტალონში“ მონაწილეობის შედეგად მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ თავად სკოლის დირექტორი - მაია ხუნაშვილი „ეტალონის“ იმ კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც დირექტორებისთვის ტარდებოდა. როგორც მაია ხუხუნაშვილი ამბობს, დაფა სამოტივაციოდ გაკეთდა:
„ეს დაფა ბავშვებისთის გავაკეთე. ჩემი სიგელი კი იმიტომ გავაკარი, რომ ამით ბავშვები უფრო მოტივირებული გახდებიან და მეტად დაინტერესდებიან izrune.ge-სა და სხვა საგანმანათლებლო კონკურსებით. კონკურსში ჩემი მონაწილეობით, თავადაც დავრწმუნდი, რომ ობიექტურია. თანაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტესტებში მოცემული საკითხები სკოლის პროგრამას შეესაბამება და ბავშვების დაინტერესებაც დიდია. პროცესში მშობლებიც აქტიურად ერთვებიან, ხოლო ის ტესტები, რომელსაც შინ ვერ აკეთებენ სკოლაში მოაქვთ, რომ აქ გავარჩიოთ“
მაია ხუხუნაშვილი ამბობს, რომ „ეტალონის“ კონკურსში გამარჯვებით მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. კონკურსის მიმდინარეობისას სკოლაში იყო და ვერ იჯერებდა, რომ თვითონ გაიმარჯვა.
„ბავშვების სიხარულმა გამახარა. იქამდე გარებული ვიყავი, ნუთუ ეს მართლა მე ვარ. მოსწავლეების რეაქციამ ძალიან გამაბედნიერა“, - გვითხრა დირექტორმა და აღნიშნა, რომ დაფაზე ჯერ ყველა სიგელი არაა განთავსებული და ისინი ეტაპობრივად დაემატება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“