მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლების გამოცდები დასრულდა და მიუხედავად იმისა, შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა ტესტები გამოაქვეყნა, ჯერჯერობით აპლიკანტებისთვის შეფასების სქემა და შედეგები უცნობია. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ. „ნაეკის“ პასუხი კითხვაზე, როდის გამოქვეყნდება პედაგოგების გამოცდების შედეგები? - ასეთია:
„მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა შედეგების გამოქვეყნება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან, ეტაპობრივად დაიწყება“. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგების გამოქვეყნება სექტემბრის მეორე ნახევრამდე გადაიწევს, რადგან პროცედურულად წინ აპელაციებია და საუკეთესო შემთხვევაში, 15 სექტემბრამდე ზუსტი ინფორმაცია საკუთარი ქულების შესახებ აპლიკანტებს არ ექნებათ.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება