მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნვა, ყოველთვის იყო (და არის)„ეტალონის“ უმთავრესი მიზანი და სწორედ ამან განაპირობა უკვე წარმატებული და გამოცდილი პროექტების - ეროვნული ინტელექტ-ჩეპიონატისა და ინოვაციური პორტალის izrune.ge-ს შექმნა. თუმცა პროექტის სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი, გუნდის წევრებთან ერთად, მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება. ახლა, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის და გარკვეულმა საკითხებმაც, თითქოს, უკანა პლანზე გადაიწია, მეტად მნიშვნელოვანია განსაკუთრებული აქცენტების გაკეთება ჩვენი შვილების განათლებაზე.
საამაყოა ის, რომ izrune.ge-ში აქტიური ჩართულობით, მოსწავლეები დისტანციური სწავლების სირთულეებს უკვე მომზადებულები შეხვდნენ, რაც უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ახლა, ისევ და ისევ, არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება და მხარდაჭერა პირველკლასელებმა იგრძნონ, მათ ხომ პირველად უნდა შეაღონ სკოლის კარი, მყარი საფუძვლით შეეგებონ ცხოვრების ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპს, თუმცა როდის შეძლებენ სკოლაში რეალურად შებიჯებას, ჯერ კიდევ არაა ცნობილი. სწავლის პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურად იწყება და ესეც მხოლოდ სავარაუდო დროა...
ყველა ერთხმად აღიარებს, რომ პანდემიით განპირობებული ონლაინ-სწავლება განსაკუთრებით რთული პირველკლასელთათვის გამოდგა - მათთვის ხომ მშობლიური ანბანის თავისებურებები უცხოა... სწორედ ამიტომ, აკადემიური დოქტორის გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით, შეიქმნა „პირველკლასელთა აკადემია“ - ინოვაციური წიგნი + რვეული, რომელიც თითოეულ პირველკლასელს ცოდნის ტაძარში ამაყად შეუძღვება და ყველანაირი გამოწვევისთვის მოამზადებს.
წიგნი-რვეული პატარებს აძლევს მყარ საფუძველს იმისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი და ეფექტური განათლება.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ „პირველკლასელთა აკადემიის“ აუცილებლობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში ნათლად დაინახეს და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესმენებისა და დეპუტატების მხარში დგომით, მომავალი მოსწავლეები უკვე „პირველკლასელთა აკადემიის“ წარმომადგენლები არიან - მათ სახელმძღვანელო საჩუქრად გადაეცათ და ისინი უკვე მზად არიან მომავალი წარმატებებისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.