მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ.
ზემო მაჩხაანში ახალი სკოლა აშენდა, რომელიც 300 მოსწავლეზეა გათვლილი. ის სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი.
სკოლაში ფუნქციონირებსკომპიუტერული კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა; სააქტო და სპორტული დარბაზები; სკოლის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილია სარეკრეაციო სივრცე და ღია სპორტული მოედანი.
სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ამჟამად 227 მოსწავლე სწავლობს და 32 მასწავლებელი მუშაობს, რომელთაგან 2 წამყვანი მასწავლებელია.
ახალი საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ააშენა.
პროექტის ჯამური ღირებულება 4, 7 მილიონ ლარს აღემატება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება