სიახლეები
პიროვნება

„მგლებთან 1500 საათი გავატარე“ - ქართველი მკვლევარი, რომელმაც მტაცებლის ლეკვები სახლში გაზარდა და მოიშინაურა
28-08-2021
-
+


ქართველი მკვლევარი, ბიოლოგიური მეცნიერებათა დოქტორი და ილიას უნივერსიტეტის პორფესორი, იასონ ბადრიძე Etaloni.ge-სთან თავისი ცხოვრების იმ ნაწილზე საურობს, რომელიც ძნელად წარმოსადგენი და დასაჯერებელია. ცხოვრება მგლების და მტაცებლების გარემოცვაში, მათთან ერთად გატარებული 1 500 საათი... იასონ ბადრიძე მგლის ქცევას წლების განმავლობაში სწავლობდა.

იასონ ბადრიძე: მეორე კურსზე აკადემიკოს თენგიზ ონიანის ლაბორატორიაში ქცევის ფიზიოლოგიას ვსწავლობდი. მაშინ ეთოლოგია, როგორც მეცნიერება აკრძალული იყო. გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა ქცევა, რომელიმე ცხოველზე დაკვირვებით. თავიდან ძაღლები მაინტერესებდა, მაგრამ ძაღლებმა ადამიანთან ურთიერთობის შედეგად ძალიან ბევრი თვისება დაკარგეს, ამიტომ გარეული ცხოველის ქცევის შესწავლა დავიწყე. არჩევანი ძაღლის წინაპარზე – მგელზე გავაკეთე. 1974 წლიდან ამ საქმეში ვარ ჩართული.

პირველად მგლის ყმუილი 4 წლის ასაკში გავიგე, როდესაც მამამ წამიყვანა „მყვირალობას“ ირმების სანახავად. ეს ხმა სულ მქონდა ჩარჩენილი. ყმუილი წარმოუდგენლად ემოციურია. უკვე 40 წელია, რაც მგლების ირგვლივ ვტრიალებ და ამ ხმას მაინც ვერ მივეჩვიე. როცა ყმუილი მესმის, ზურგზე ჭიანჭველებივით დამდის რაღაც. მგელი წარმოუდგენელი ინტელექტის მფლობელია. მათ აქვთ მაღალი დონის სოციალური ცხოვრების ნირი. მათი შესაძლებობებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე,  მგლის ქცევის შესწავლა დამეწყო.

-მგლებთან ერთად, რამდენი ხანი ცხოვრობდით?
-თითქმის 1 500 საათი  მათთან გავატარე. 4 თვე დამჭირდა, რომ მგლის ერთი ოჯახი მიმეჩვია. იმდენად დავუახლოვდი, შევძელი მათთან ერთად სიარული, ნადირობა. ვნახე ყველაფერი, რისი ნახვაც მგლების ირგვლივ შეიძლებოდა.

-არ გერჩოდნენ?
-ახალგაზრდა კაცს „უქიქინებს“ ტვინში, მეც ძალა და გული მერჩოდა. ისინი იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ვიდრე მე მათ დავინახავდი, ისინი უფრო ადრე მხედავდნენ. ბოლოს მიხვდნენ, რომ სახიფათო არ ვიყავი და ჩემგან სარგებლის მიღებაც შეეძლოთ.

-და რა სარგებელს ხედავდნენ ?
-საჭმლით ვუზრუნველყოფდი, არ ვერჩოდი. თავიდან წაღებული მქონდა საქონლის უზარმაზარი ბარკალი და პერიოდულად პატარა ნაჭრებს ბილიკებზე ვუყრიდი. ჩვენს შორის კონტაქტი პირველად თავად მგლებმა დაამყარეს. ერთ დღესაც დომინანტები, ძუ და ხვადი გამოვიდა. ხვადი დაახლოებით ხუთი მეტრით  მომიახლოვდა: მიყურა, დამიღრინა, კბილები მაჩვენა, მიტრიალდა და წავიდა. გაშეშებული ვიყავი, არ ვიცოდი რას მოიმოქმედებდა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. შემდეგ საშუალება მომეცა, მათი „რანდევუ საიტზე“  ვყოფილიყავი. ეს არის შეხვედრის ადგილი – დღის განმავლობაში დაქსაქსული ოჯახი ბოლოს ერთად იკრიბება. ამ ადგილს ბუნაგთან  საერთო არ აქვს. მგელი ბუნაგში მაშინაა, როცა ლეკვები იბადებიან. ლეკვიც მხოლოდ 2 თვე რჩება ბუნაგში. დავიწყე მათთან ერთად სიარული. ვხედავდი როგორ ნადირობდნენ, რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ამ დაკვირვებებით ვსწავლობდი მგლის ონტოგენეზს, ანუ დაბადებიდან ზდასრულობამდე, როგორ უყალიბდებოდათ სხვადასხვა სახის ქცევა. ეს იყო კვების, აგრესიის, სოციალური და სხვა ტიპის ქცევები. ამასთან ერთად ვსწავლობდი მათ აზროვნებას, რა დონის აზროვნებას ჰქონდათ.

-შიშის განცდა თუ გქონდათ, როცა მგლის ლეკვების გაზრდა გადაწყვიტეთ?
-ახალგაზრდა ვიყავი და სისხლი მიჩქეფდა ძარღვებში. დაძაბული ვგრძნობდი, როცა ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ. ერთი ყოველთვის ზურგს უკან მედგა, ეს იყო ერთადერთი მომენტი, რომელიც დისკომფორტს მიქმნიდა. მივეჩვიე ყველაფერს და ამ დაძაბულობამაც გამიარა. ტყეში სრულიად მარტო ვიყავი, მქონდა ერთი დანა და პატარა ტურისტული ნაჯახი. 

-რა განსაკუთრებული თვისება აღმოაჩინეთ მათში?
-ძალიან საინტერესოა მათი სოციალური მოწყობა: რა ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან, როგორია დომინირების პროცესი, რას აკეთებენ დაბალი რანგის ინდივიდები, რამდენად შეუძლიათ  ჯგუფის წევრების დაცვა, როგორ ყალიბდება ნადირობა, მშობლებისა და ლეკვების დამოკიდებულება. საბოლოო ჯამში, ამ ექსპერიმენტებით აღმოჩნდა, რომ მათ მტაცებლური ინსტინქტი დაბადებიდან ჩამოყალიბებული არ აქვთ. მშობელი ასწავლის რა უნდა ჭამოს და როგორ მოიპოვოს ნადავლი. ყველა ცხოველს, რომელსაც მტაცებლური ინსტინქტი გააჩნია, ასოციაცია აქვს ცოცხალ ობიექტსა და საკვებს შორის. მგელბში კი ვითარდება მტაცებლური ქცევა, მათ ეს თანდაყოლილი არ აქვთ. 

-სახლში ზრდიდით მგლის ლეკვებს, რა სირთულეები ახლდა ამ პროცესს?
-მთავარი სირთულე მოვლის პროცესში იყო. ექვსჯერ უნდა გამომეკვება ლეკვი დღე-ღამის განმავლობაში. ეს კი ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ლეკვებისთვის საჭმელი რომ მეყიდა, პარალელურად სხვადასხვა კუთხით მუშაობა მიწევდა. ავტომექანიკოსად  ვმუშაობდი, ძრავების რეგულირებას ვახდენდი, დავიწყე იუველირობა, ხეზე ვჭრიდი. თავიდან სიკვდილიანობა  მაღალი გვქონდა, რადგან არ ვიცოდი, როგორ გამომეკვება ახალშობილი ლეკვი. კუჭი განვითარებული აქ ჰქონდათ, ხორცს ვერ ინელებდნენ. 

-დღეს რატომ აღარ გყავთ სახლში მგლები?
-ფინანსებზეა ყველაფერი დამოკიდებული, თან ახალგაზრდაც აღარ ვარ. ფული რომ იყოს, ავიყვანდი, მაგრამ სახლში არა. ოროთახიან ბინაში, ბავშვებთან ერთად მყავდა მგლები. ყველა გაოცებული იყო. ბავშვები და მგლები ერთად ყირას გადადიოდნენ. შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს. მგლებს მშობლური ინსტიქტი კარგად აქვთ განვითარებული. ამიტომ, პატარების სუნი წარმოუდგენლად მოქმედებს მათზე. სახლში მგლის ყოლა ძალიან ძნელია, სპეციფიკური სუნი აქვთ. გაზრდილ მგლებს ყოველთვის  ბუნებაში ვაბრუნებდი.

-თავდასხმის მცდელობა არ ჰქონიათ ?
-ოთხი მგელი მყავს მოკლული, სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს. ეს ჩემი შეცდომა იყო. ზრდასრული მგლები იყვნენ, დაუფიქრებლად მომივიდა. ერთი მგელი შემთხვევით შემომაკვდა და სამი – დანით მოვკალი.

-რა მოსდის მგლის თვისებებს ადამიანთან ურთიერთობისას? იწვრთნება?
-სპეციალურად მყავდა ძაღლივით გაზრდილი რამდენიმე მგელი, რომლებიც ცხვარში გავუშვი, მწყემსების ნებართვით ცხადია. მათ პანიკური შიში ჰქონდათ ცხვრის. გარკვეული ასაკის შემდეგ, რთულია ასწავლო, რომ ცხვარი მათი საჭმელია. საოცრადაა ბუნება მოწყობილი. მშობლებმა ინსტინქტურად იციან, როდის რა გააკეთონ. ჯერ აჭმევენ ხორცს. მგელს ან ძაღლს 2 წლამდე ხორცი რომ არ მისცე, მერე გამორიცხულია, ის საჭმელად აღიქვას. ინსტინქტური რეაქცია ჩამოყალიბების პროცესში თუ არ განმტკიცდა, შესაძლებელია, ჩაქრეს. მგელი ლეკვს ჯერ აჭმევს ხორცს, მერე მოაქვს ხორცი ტყავიანად, შემდეგ ეტაპზე მიჰყავს ნადავლთან. სახეობისთვის დამახასიათებელი სუნი ტყავს აქვს და არა ხორცს. მხოლოდ ხორცი რომ აჭამო ლეკვს, მტაცებლობას ვერ მიეჩვევა. მგელი არ იწვრთნება, არ თვინიერდება. ძაღლს რომ წვრთნი და გინდა, დაჯდომა ასწავლო, ერთი ათჯერ უნდა დასვა და ყოველჯერზე რაღაც სასუსნავი მისცე. ისიც შეიძლება მეთერთმეტეზე დაჯდეს. მგელს რომ იგივე ასწავლო, მესამე ბრძანებაზე ხელში გეცემა სასუსნავის წასართმევად. ის არ დაგელოდება, რადგან აქტიური ცხოველია. იგივე მგელი, გალიაში რომ  ჩასვა, იქ დაწვება, დაჯდება, მოკლედ, რასაც ასწავლი, პირნათლად შეასრულებს, რადგან არ შეუძლია იმოქმედოს გამოკეტილ სივრცეში. გალიიდან რომ გამოვა, იგივეს გააკეთებს – მოგვარდება და წაგართმევს ხელიდან საჭმელს. მგლებს შეუძლიათ, შედეგის პროგნოზირება, ანუ აწყობენ გეგმას, რა უნდა გააკეთონ,  ითვლიან 7-მდე და 7-ის ჯერადად. ეს სჭირდებათ სივრცის ასათვისებლად, უნდა იცოდნენ სად რამდენი რა არის. მგელი ფენომენალური ჭკუის პატრონია. 
-სახლში გაზრდილ მგელს ბუნებასთან ადაპიტრება არ უჭირს?
-მთელი პრობლემა ესაა. ექსპერიმენტის დასასრულს მგლების ოთხი ჯგუფი გავუშვი ტყეში, ჯამში, 22 მგელი. 1979 წელს  ბოლო ჯგუფი გავუშვი. თითო ჯგუფს 4 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი, სულ 16 წელი. მათ ფოლადის საყელოები შევაბი, რომლებზეც  დავაწერე, რომ ვინც ამ მგელს მოკლავდა სახელმწიფოს მიერ დაწესებულ პრემიაზე ორჯერ მეტს გადავუხდიდი. არც ერთი საყელო ჩემამდე არ მოსულა. რომ მოეკლათ, ფულს ვინ დაკარგავდა?! ჩემ მიერ გაზრდილმა მგელებმა იცოდნენ ნადირობა და არ ეკარებოდნენ სოფელს. ნადირობდნენ კონკრეტულ სახეობაზე, გაურბოდნენ შინაურ ცხოველებს და ადამიანებს. ბოლო ჯგუფიდან, 9 წლის შემდეგ შემხვდა ერთი წყვილი. ისინი უკვე 13 წლის იყვნენ.

-როგორი იყო თქვენი შეხვედრა მგლებთან 9 წლის შემდეგ?
-ისტერიკა დაემართათ, რომ დამინახეს. საოცარი რამე იყო. ლამის ცრემლები მომერია. საერთოდ საოცარი გრძნობაა, როდესაც ვინმეს სიყვარულს გრძნობ, მაგრამ ცხოველი რომ იგივეს გამოხატავს შენდამი, ეს მართლაც ბედნიერებაა.

P.S. ფოტოები ეკუთვნის „ევრონიუს ჯორჯიას“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება