მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საბოლოო ქულა ჯერ კიდევ არ იციან. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, გათანაბრებული ქულები და შეფასების სქემები 20 აგვისტოს შემდეგ გამოქვეყნდება.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა, Etaloni.ge-ს იმ აბიტურიენტებმა მიმართეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ შედეგების გვიან გაგების გამო, შესაძლოა უნივერსიტეტებში დარეგისტრირებაში ხელი შეეშალოთ. კერძოდ, მათ აინტერესებთ შეძლებენ თუ ვერა უმაღლესი სასწავლებელების მიერ გამოცხადებული რეგისტრაციის ვადებში ჩატევას.
Etaloni.ge -მ ამ კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა. ცენტრში ამბობენ, რომ პასუხები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება და აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებთან ხელშეკრულების გაფორმებაში ხელი არ შეეშლებათ.
„საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2021 წლის გამოცდები განსხვავებულ რეჟიმში წარიმართა. ძირითადი სესიების გარდა, ჩატარდა დამატებითი სესიები. მიუხედავად ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დროულად დაწყებულიყო პირველადი შედეგების გამოცხადება და არც საბოლოო შედეგების გამოცხადების ვადას გადაეწია მნიშვნელოვნად. შედეგები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება, შესაბამისად, აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა დროულად გააფორმონ ხელშეკრულება კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელთან“,- ამბობენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება