მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების წესში ცვლილება შევიდა და ბრძანებას ხელს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ აღმზრდელ-პედაგოგთათვის ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციები, ამის შესახებ etaloni.ge უკვე წერდა, თუმცა მინისტრის ბრძანებით, გარკვეული ცვლილებები განისაზღვრა.
კონკრეტულად კი „ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის მიერ მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენა და ამავე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პირების შერჩევა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ“. ასევე „ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი პირების შერჩევის შემთხვევაში, ამ პირებს უფლება აქვთ ტრენინგ-მოდული ჩაატარონ მხოლოდ ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის ეგიდით“.
აღსანიშნავია, რომ განისაზღვრა შეფასების ქულა, ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ ტესტის მახასიათებელი შეიცვალა და შემთხვევების ანალიზის ნაცვლად, ზოგადი ტესტის გავლა მოუწევთ, რომელიც ფასდება 20 ქულით.
იხილეთ ასევე:
მასწავლებლის სახლი ახალი ტრენინგებისთვის ემზადება - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება